მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა გამოაცხადა - რუსეთთან 5 ცვლილებით სასტარტოში

AutoSharing Option
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, "ყუბანის" სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ გერმანიასთან 52:3 გამარჯვებულ შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა - ორი ხაზში და სამიც შერკინებაში.

ორი ცვლილება ხაზში
9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში ვასილ ლობჟანიძე ბრუნდება, რომელსაც ბელგიასთან არ უთამაშია, ხოლო გერმანიასთან მარქაფაში იყო. ის თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება, რომელიც ნაკრებში ზედიზედ მეშვიდე მატჩს იწყებს. ამ წყვილით თამაშები შარშან ნოემბერში სამოასთან და ტონგასთან, ხოლო წელს რუმინეთთან და ესპანეთთან დავიწყეთ.

ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და ლაშა
მალაღურაძის დუეტს ვიხილავთ, ერთ ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა გერმანიასთან სამი ლელოს გამტანმა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთაზე გიორგი კვესელაძე გამოჩნდა. სოსო მათიაშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ ფრთაზე იდგა ფულბეკად ბრუნდება და ლაშა ხმალაძის ადგილს დაიკავებს.

თითო რგოლში თითო ცვლილება
შერკინების თითო რგოლში თითო ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე ზედიზედ მეექვსე თამაშს (შარშან ნოემბერში ტონგასთან და წელს რაგბი ევროპაზე) იწყებს შალვა მამუკაშვილი. ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, მარცხენა ბურჯად გადაინაცვლა ბექა გიგაშვილმა, ხოლო მარჯვნივ ლევან ჩილაჩავა ბრუნდება.

მეორე ხაზში ძირითადშია ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება. მესამე ხაზი ისეთი იქნება, როგორიც ნოემბრის თიბისი სერიების სამ მატჩში იყო. ბექა საღინაძის ნაცვლად, ფლანკერად ოთარ გიორგაძე მოგვევლინება, რომელიც გერმანიასთან შემკვრელი იყო, მეორე ფლანკერად გიორგი ცუცქირიძე რჩება, ხოლო შემკვრელად ბექა გორგაძე ბრუნდება.

გამოცდილი მარქაფა
მარქაფიდან გუნდს გამოცდილი მორაგბეები გააძლიერებენ. კვაჭის პოზიციაზე თადარიგში ზურაბ ჟვანიაა, ხოლო ბურჯები ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე.

მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შალვა სუთიაშვილი და გიორგი თხილაიშვილი შევლენ. მათი კეპების ჯამური რაოდენობა 123-ია.

9 ნომრის თადარიგშია გელა აფრასიძე, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა შევლენ.

კეპებს დაამრგვალებენ
კაჭარავა კრასნოდარში 114-ე კეპს მოიხვეჭს და ყველაზე მეტი კეპის მქონე მერაბ კვირიკაშვილთან ჩამორჩენას მინიმუმამდე დაიყვანს. 90-ე სანაკრებო თამაშს ჩაატარებს ნემსაძე.

75-ე კეპს მოიხვეჭს სუთიაშვილი, ხოლო თხილაიშვილისთვის რუსეთთან მატჩი 50-ე იქნება. ნაკრებში მე-40-ე თამაშს ატარებს ზურაბ ჟვანია, გიორგაძეს კი მისი ნახევარი, 20 უგროვდება.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამური რაოდენობა 520-ია, საიდანაც 280 მორკინალებზე, ხოლო 240 ხაზის მოთამაშეებზე მოდის.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსეთი საქარტველოსტან შედარებიტ საგრძნობლად განვითარდა.ჩვენ 2011 მსოფლიოს მერე ერთ ადგილს ვტკეპნით.სასწრაფოდ თუ 6 ერში არ მოვხვდით ასე გაგრძელდება, გერმანიასთან და მისნაირ გუნდებთან თამაშით მხლოდ რეგრესირებას და ინერტულობას ვღებულობთ!,რაც ნათლად გამოჩნდა დგევანდელ თამაშში საქ XV -ის შესრულებით.ფედერაცია შესაცვლელია 100 % ით
1
9 ნომერზე ლობჟანიძე ვერაფრით ჯობია აფრასიძეს და ბეგაძეს. შეანელებს თამაშს. ალბათ ისედაც ნელი ტემპი იქნება და ამიტომ აყენებს. ჰეიგია მწვრთნელი და ასეა ალბათ სწორი, უბრალოდ მე ბეგაძით და აფრასიძით თამაში მომწონს, გაცილებით დინამიურია.
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული