რუსეთი დამარცხებულია - "ბორჯღალოსნებმა" "დათვებს" 22:6 სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

მე-8 წუთზე ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" გახსნეს, სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა და ქართველები დააწინაურა.

31-ე წუთზე ასევე ჯარიმა გაიტანა იური კუშნიაროვმა და ანგარიში გაათანაბრა.

ტაიმის ბოლოს რუსებმა თამაშის წესი მრავალჯერ დაარღვიეს და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, ტაიმი კი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა.

50-ე წუთზე ლელო გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა.

58-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა იური კუშნიაროვმა და ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა, თუმცა 9
წუთში მირიან მოდებაძემ კიდევ ერთი ლელო დადო, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 22:6.

ამით რაგბი ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, რომლის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა.


მკითხველის კომენტარები / 48 /
ვითომ პროფესორებო დაოკდით !!! მაგარი ბიჭები გვყავს და უბრალოდ ბრავო. წვიმაში ცოტა გაჭირდა რეალური ძალის ჩვენება. მიღწეული შედეგი საამაყოა. რაც შეეხება ცვენი რაგბის მომავალს, 6 ერში უნდა მიგვიღონ აუცილებლად, სხვა გზა არ არი
7
სწორი შენიშვნებია მხოლოდ გეთანხმები. ზუსტად ეგრეა ბურთის გამოტანისას შეტკინებიდან ჩვენი 9 ნომ ზედ რომ უნდა ეჯდეს მოწინააღმდეგის 9 ნომს, პირიქით წრეს ურტყავს. ამ თედოს პოტენციალი აქვს მაგრამ თამაშის დალაგება უჭირს ამიტომ გვიწევს ორი 10 ნომ თამაშით ხან მალაღურაძე ხანაც ხმალაძე კარნახობენ თამაშს. რაც შეეხება ტრენერს უკვე 7 წელზე მეტია რაც სათავეში დგას მაგრამ რაიმე ნიუ-ჰაუ ვერ იგრძნობა საერთოდ, არც ხელით თამაში. ფაქტია ცოტა გაგვიჯიუტდნენ რუსები და უკვე ხელით წამოღება გაჭირდა, ისევ შადრეს ჩილაჩავას და მორკინლების იმედად ვაართ რომლებიც თავიანთ ზე ბუნებრივ ძალას ევროპულ გამოცდილებას უმატებენ რის ხარჯზეც მელიტონას წარმატების ფორმულა ბევრმა ვერ ამოხსნა და ჯერ კიდო ტაშს უკრავენ. მაგალითისთვის გუშინდელი ინგლისი-შოტლანდია აიღეთ და უყურეთ. როგორ უნდა ითამაშოს 9 ნომერმა ლეიდლომ 10 ფინ რასელმა თითქმის კინაღამ მოუგო ვითომ 100000% პროცენტიან ფავორიტს. მოკლედ ანალიზია კეთება არ არის საკმარისი ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ ხოლმე;) წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ასევე რაგბის ყველა გულშემატკივარს
Docki13
23:21 17-03-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული