ბორჯღალოსნების კაპიტანი: ეს მაისურები გვეცვა იმის დასტურად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპაზე კრასნოდარში რუსეთის გუნდი 22:6 დაამარცხა. თამაშის წინ ბორჯღალოსნები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.

ნამატჩევს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

"ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენთვის ეს თამაში განსაკუთრებულია, არამარტო მორაგბეებისათვის, არამედ საქართველოსთვის. გულშემატკივარს დავპირდით, რომ ბოლომდე დავიხარჯებოდით და ღვთის წყალობით გავიმარჯვეთ.

მაისურები გვეცვა სიმბოლურად იმის დასტურად, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ამიტომ ეხატა საქართველოს რუკა. ჰიმნიც ემოციურად შევასრულეთ, ვინაიდან გამოხატავდა ჩვენს სულიერ მდგომარეობას. საქართველოსთვის ვიმღერეთ და მოვიგეთ. მადლობა იმათ,
ვინც ჩამოვიდა და გვიგულშემატკივრა. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

მატჩისწინა განცხადებები არაფერს არ ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ მუდამ გავიმარჯვებთ და მთელი საქართველო გამარჯვებებით ვივლით წინ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩაღ ბიჭებო სიამაყით ამევსო გულო ჰიმნის დროს თამაშისაც და თამაშის მერეც. ეგ თქვენი დამსახურებაა ქართველი ერის გახარებისთვის დიდი მადლობა. უფალმა დაგლოცოთ
გოგა
16:38 18-03-2019
0
შესანიშნავი ინიციატივაა!!! ის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, საბედნიეროდ რუსების სულ ცოტა 90%-მა იცის. ის კი, რომ ყირიმი რუსეთია, სულ 98%-მა იცის... გონიერებით და დიპლომატიით საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!!!
tngh
12:39 18-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული