რაგბი

ეროვნული ნაკრები

ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა

AutoSharing Option
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებული "მსოფლიო ლიგის" იდეის განხილვას დათანხმდა.

ქვეყნების სარაგბო კავშირებს კომერციულ დოკუმენტებზე წვდომა ექნებათ, რათა სიცოცხლისუნარიანი გეგმა შეადგინონ, რომელიც, ორგანიზატორების აზრით, 12 წელში 5 მილიარდი ფუნტის ღირებულების იქნება.

სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარი გაერთიანებები უკვე დათანხმდნენ ლიგის შექმნას, რომელიც 2022 წლიდან დაიწყება, ხოლო 6 ერის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დუბლინში, მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრაზე 22 მაისს გახდება ცნობილი.

საფრანგეთი მხარს უჭერს გეგმას, თუმცა ექვსი ერის დანარჩენი ხუთი ქვეყანა გარკვეულ პირობებს ითხოვს, სულ მცირე, იმას, რომ ექვს ერში დაქვვეითების
სისტემა არ იყოს.

"საბჭოს ჰქონდა შეხვედრა და განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელიც მომავალ სტრუქტურასა და ჩემპიონობის წესს შეეხება", - ნათქვამია ექვსი ერის ოთხშაბათის განცხადებაში.

"ჩვენ განვაგრძობთ იმ განცხადებისას დეტალურ განხილვას, რომელიც მსოფლიო რაგბიმ გამოაქვეყნა აღნიშნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე კომენტარები ამ ეტაპისთვის აღარ გაკეთდება. ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა საკითხის განხილვას".

მსოფლიო ლიგა - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [ქართული გახმოვანებით]