მილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან მატჩი სრულიად საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"თიბისი რაგბის სერიები 2019"-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ისაუბრა.

"ზაფხულის ტესტები კვლავ ჩვენი პარტნიორის, "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით გაიმართება. მე საჯაროდ არაერთხელ მითქვამს, რომ არა "თიბისი ბანკი" და ჩვენი სხვა პარტნიორები, ქართული რაგბი არ იქნებოდა იმ სიმაღლეზე, სადაც ახლა არის.

რაც შეეხება მსოფლოს თასის წინა ტესტ-მატჩებს, წელს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც "თიერ1"-ის ნაკრები საქართველოში ითამაშებს. შოტლანდიასთან მატჩი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისთვის, რადგან ამისთვის დიდხანს ვემზადებოდით.

ზაფხულის ტესტები იქნება მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი პერიოდის
კულმინაცია და ჩვენი გულშემატკივრისთვის შოტლანდიასთან თამაში იქნება ბოლო შესაძლებლობა, დაესწროს ეროვნული ნაკრების მატჩს იაპონიაში გაცილებამდე. ორივე თამაში ჩვენთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება მსოფლიო თასის მატჩების იმიტაცია".

სერიის პირველ მატჩში "ბორჯღალოსნები" 27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ, პირველად პირველი დონის სარაგბო ქვეყნის ნაკრებს, შოტლანდიას "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს სარაგბო ისტორიაში პირველად ჩამოდის ტიერ 1-ის გუნდი თბილისში და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი გვექნება შოტლანდიასტან. იმედია ოპტიმალურად გადავანაწილებთ ძალებს 4 დღით ადრე რუსებთან და მერე სქოთებთან. წარმატებები ჩვენს ლომებს ამ ტესტებზეც და რაც მთავარია მსოფლიოზე!
ლევანი
13:41 08-05-2019
0
შოტლანდიის ნაკრებთან თბილისში თამაშის შესაძლებლობა, ცალსახად უკვე ძალიან კარგია და ეს ყველაფერი თუ მატჩის შედეგშიც დადებითად აისახება განუზომელი მიღწევა იქნება, მათ შორის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ექვს ერში მიღების თვალსაზრისით. წარმატებები ნაკრებს!
.........
13:39 08-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული