რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნების" საშინაო ტესტ-მატჩების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე/rugby.ge

"ბორჯღალოსნების" "თიბისი სერიის" ფარგლებში გასამართი მატჩების ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აგვისტოში შინ ორ მატჩს გამართავს.

27 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთს შეხვდებიან, 31 აგვისტოს კი მილტონ ჰეიგის შეგირდები "დინამო არენაზე", 21:00 საათზე შოტლანდიას მიიღებენ.

ბილეთების ყიდვა ამ ბმულზე შეგიძლიათ. საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია, ხოლო საქართველო-შოტლანდიის - 5, 10, 15, 20 და 25 ლარია.

შოტლანდიის დონის გუნდი საქართველოს დედაქალაქში პირველად ითამაშებს. იაპონიაში გამგზავრების წინ ქართველები შოტლანდიასთან
კიდევ ერთხელ ითამაშებენ, თუმცა უკვე ბრიტანეთში - მატჩი მერიფილდში 6 სექტემბერს გაიმართება.

"ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასზე პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ტოიოტაში უელსის წინააღმდეგ გამართავენ. 29 სექტემბერს კუმაგაიაში ურუგვაის შეერკინებიან, 3 ოქტომბერს - ფიჯის (ჰიგაშიოსაკა), ხოლო 11 ოქტომბერს ფუკუროიში ავსტრალიასთან პაექრობით დაასრულებენ ჯგუფურ ტურნირს.

ასევე დაგაინტერესებთ