U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ ტაიმში ახალ ზელანდიასთან 6:19 დამარცხდა

AutoSharing Option
4 მაისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩის პირველ ტაიმში ახალ ზელანდიასთან 6:19 დამარცხდა.

ამ მატჩს ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და ემოციურად შესრულებული ჰიმნების შემდეგ თამაშიც დაიწყო. მრისხანე მეტოქის პირველი შეტევის მოგერიების შემდეგ ჩვენმა გუნდმა იქით მიიტანა იერიში. თან, საქართველოს ნაკრები მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა და მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. ვერაფერს იტყვი, დასაწყისი არ გახლდათ ურიგო.

მე-10 წუთზე ახალზელანდიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და სამწუხაროდ, დაშვებულ შეცდომას მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა გარდასახვასთან ერთად.
მე-17 წუთზე ვიზავიმ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და 9 ქულით გაიჭრა წინ.

24-ე წუთზე საქართველოს ნაკრები, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ძალიან ახლოს იყო ლელოსთან, თუმცა მოწინაღმდეგემ თავის დაცვა მოახერხა. 27-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.

36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, ბოლოს თაფლაძემ ლელოს დადება ვერ შეძლო და პირველი ტაიმი 6:19 წავაგეთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადად პირველი ტაიმის შემდეგ ჩემი კომენტარი?
სოსო
17:16 05-06-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული