მილტონ ჰეიგი მსოფლიოს თასის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დატოვებს?

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი თავის "ფეისბუქის" გვერდზე წერს, რომ მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს დატოვებს და ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან შეიტყო, რომელსაც არ ასახელებს.

ფრიმენი ამტკიცებს, რომ ჰეიგი "ბორჯღალოსნებთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ იაპონიის "სანტორის" ჩაიბარებს და ამ გუნდში კიდევ ერთი ნაცნობი სახე შეიძლება დაბრუნდეს.

ჰეიგმა ადრე თქვა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს დაელაპარაკება და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან უდგას სათავეში.

altმილტონ ჰეიგი: შოტლანდიასთან მატჩი სრულიად საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი

alt

"ბორჯღალოსნების" საჩუქარი პატარა ქომაგს და სიმღერა - მილტონ ჰეიგი ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]

altმილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

მკითხველის კომენტარები / 4 /
მილტონ ჰეიგმა ძალიან დიდიროლი შეასრულა ქართული რაგბის განვითარებაში. მაგრამ თავისი თავი უკვე ამოწურა. ეხლა შემდეგი ეტაპია გასავლელი, წინსვლისთვის ახალი ხედვაა აუცილებელი..
სიმართლე
12 ივნისი 2019 10:05
6
ვითომ მადლიერება, და სინამდვილეში უმადურობა - ეს არის ერთდოულად კარგი მწვრთნელი და ჯიგრიანი კაცი. სად ამოწურა თავისი თავი? ქვეყანაში, სადაც ეროვნული ჩემპიონატი ჯერ კიდევ უმდაბლესია? ჯერ აქ უნდა ავწიოთ დონე და მერე ვილაპარაკოთ ვინ რა ამოწურა,

"ახალი ხედვა" იქნება ალაბთ ის, რომ ვიპოვით ახალ მწვრთნელს ვითომ [როფესიონალს და მერე არ დავიწყოთ თითზე კბენანი.
შალვა
13 ივნისი 2019 11:35
0
ფერგიუსონივით 30 წელი რომ იყოს ჰეიგი არასდროს ამოწურავს თავს, უბრალოდ ფინანსურად უკეთესი შეთავაზება აქვს და დაელაპარაკება ფედერაციას თუ გადაუხდიან ალბათ დარჩება.
რომ სიმართლე გითა
13 ივნისი 2019 09:40
0
არ წახვიდე არ დაგვტოვო შენი ყოფნა ჩვენთვის ყველაფერია :)))
გია
12 ივნისი 2019 09:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული