U20. არის! - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მძიმე ბრძოლაში სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ივნისს, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17:12 დაამარცხა.

მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და მეხუთე წუთზე გატანილი ლელოთი და გარდასახვით წინ გაიჭრა. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თამაში დაალაგა, ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა წინსვლა ჭირდა და იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო.

თამაში თვალსასეირო ვერ იყო, უფრო ძალისმიერი გახლდათ. სამწუხაროდ, ხუთჯერ წავაგეთ საკუთარი დერეფანი. უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდმა დაუშვა შეცდომები და თამაში აიჭრა.

შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა, თამაშიც გამოცოცხლდა და თედო აბჟანდაძემ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა.
მერე ისევ წავაგეთ საკუთარი დერეფანი, რასაც მოწინააღმდეგის ლელო და გაცუდებული გარდასახვა მოჰყვა.

57-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ვიზავის დაცვა გაჭრა, აბჟანდაძემ ლელო დადო, გარდასახვაც გამოიყენა და 10:12. ეს ამხელა უპირატესობის ფონზე ლოგიკური იყო.

68-ე წუთზე მსაჯმა წინ მიცემული პასისთვის შოტლანდიას ლელო არ ჩაუთვალა. 74-ე წუთზე კი, როგორც იქნა, დერეფანში შეცდომა სქოთებმა დაუშვეს, ლუკა ნიორაძემ ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ - გარდასახვა და 17:12.

78-ე წუთზე მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრიერიში პაატა ბურჭულაძემ შეაჩერა და გავიმარჯვეთ!

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე სამატჩო დღის ბოლოს გაირკვევა.

შეგახსენებთ, შოტლანდიელებს "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანაც შეხვდნენ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე  და 39:31 დაამარცხეს.

საქართველო:
ხაზი

15. დაჩი პაპუნაშვილი, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ირაკლი სიმსივე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. სანდრო მარგიანი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება
1. ნიკა ღვალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ზაურ თევდორაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. ვახტანგ ჯინჭარაძე, 6. პაატა ბურჭულაძე, 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

მარქაფა
16. ლუკა ნიორაძე, 17. ლუკა აზარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. ტატო გვიმრაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. თედო აბჟანდაძე, 23. თემურ ჭიჭინაძე, 24. გივი ცინცაძე, 25. ლაშა ლომიძე, 27. იოსებ გუშარაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

ზურა ქავთარაძე ისვენებდა.

2 ლელო: აბჟანდაძე, ნიორაძე
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე


altშოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველო ჩვენთვის განსხვავებული გამოწვევაა
მკითხველის კომენტარები / 24 /
გილოცავთ!!! ყველას, ყველას, ყველას... გაიხარეთ და ხშირად გაგვახარეთ!!! გმადლობთ!!!
tngh
12 ივნისი 2019 20:41
0
ესეც ტოპ ნაკრების დამარცხება ფული ჩადეთ მაქსიმუმი რაგბში რაც შეეხება ფეხბურტს მიუშვით თვით დინებაზე მაინც მასეა.
dato
12 ივნისი 2019 22:49
4
Erti sulierebi gmerts ar uqnia da isev tqven tu gagvaxarebt KACEBO
Misha
12 ივნისი 2019 20:30
0
გილოცავ საქართველო ბრწყინვალე გამარჯვებას!ღმერთმა გვიმრავლოს! ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის ამ უაღრესად მძიმე ბრძოლაში.ზედიზედ მეორე წელია ვამარცხებთ პირველი დონის ქვეყნის შოტლანდიის ნაკრებს!"მოკითხვა"თქვენ 6 ერის ორგანიზატორებო...
გიოშა
12 ივნისი 2019 19:54
2
ბრწყინვალე ტაქტიკური ხრიკი იყო ჩვენი მწვრთნელებისგან, რომ ძირითადი შემადგენლობა მეორე ტაიმისთვის შემოვინახეთ,რამაც მშვენივრად გაამართლა!
giorgi
12 ივნისი 2019 19:55
2
პირველ რიგში მადლობა მაგარი ბრძოლისთვის!!!

საამაყო ხალხი ხართ.
ღმერთმა დაგლოცოთ.
დიდგორელი!
12 ივნისი 2019 19:52
1
გილოცავთ ძალიან მაგარი შედეგია აუცილებელია შევინარჩუნოთ ადგილი მომავალ მსოფლიოზე რისთვისაც ამ თამაშის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყოჩაღ ბიჭებო მადლობა ბრძოლისათვის და თავდადებისათვის რომ იტყვიან გამარჯვებულებს არ ასამართლებენ ერთხელ ჩვენც უნდა გაგვმართლებოდა და გაგვიმართლა არავითარი ეიფორია წინ კიდე უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ არავითარი მოდუნება დაინახონ რაგბის ბო(ს)ებმა სტაბილურად ვინარჩუნებთ ადგილს მსოფლიოზე.
კახა
12 ივნისი 2019 23:14
0
აბა,წავიდა ჩირგვებისკენ ის ხალხი ქართული რაგბი კვდებაო და მისთანანი..ასეთი გადახალისებული შემადგენლობით და ამდენი წაგებული დერეფნის ფონზე მაინც რო ამარცხებ ზელანდიასთან 5 ლელოს დამდებ შოტლანდიას ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! ისე,აუცილებლად უნდა ითქვას მსოფლიო თასის უმახინჯესი ფორმატის შესახებ: ე.ი. შარშან 3 მოგებით დავიკავეთ მეცხრე ადგილი,მესამე და მეოთხე ადგილოსნებსაც 3 მოგება ქონდათ! წელს არის შანსი(თეორიული) რომ 1 მოგებით დავიკავოთ მერვე ადგილი!
ალექს
12 ივნისი 2019 20:04
1
გილოცავთ ბიჭებო. წარმატებები მომავალში.
კობა
12 ივნისი 2019 19:36
1
გენაცვალეთ ბიჭებო! თქვენი ყოველთვის გვჯერა, ასე გააგრძელეთ!
ზაზა
12 ივნისი 2019 19:34
1

სიახლეები პოპულარული