მადლობა თავდადებისა და კარგი ქართველობისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიელი თანატოლები დაჯაბნა და 17:12 დაამარცხა. ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე თავი დადეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ეს ის გუნდია, რომლის გამოც თუნდაც წაგების შემთხვევაშიც კი არ შეგრცხვება (არავისთან პარალელს არ ვავლებთ), ვინაიდან ბოლომდე იხარჯებიან. ტყუილად როდია მათი დევიზი - "ბრძოლაში ბედნიერნი!"

თამაშს რომ სულ თავი დავანებოთ, ერთ რამედ ღირს ჩვენი მორაგბეების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი - ეს რაღაც სხვაა, ამაღლებულია, რომლის მოსმენისას გული აგიჩქროლდება და ძარღვებში სისხლი გაგეყინება.

მადლობა ბიჭებს თავდადებისა და კარგი
ქართველობისთვის!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, ყოველთვის ასე თავდადებით და ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლეთ და აუცილებლად ყველაზე მაღალ მწვერვალამდე მიხვალთ! როცა ჩვენს რეგბისტებს ვუყურებ ვხვდები როგორი ჯიშის და ჯილაგის ვყოფილვართ ქართველები, როგორ ვებრძოდით აურაცხელ მტრებს და რატომ გადარჩა საქართველო...
დათო
19 ივნისი 2019 00:25
0
მადლობა ჩვენ ბიჭებს მონიჭებული სიხარულისთვის, ისე ყველაზე სუსტი გუნდი ამ ჩემპიონატზე შოტლანდია მგონია, ფიჯი მოუგებს
ალეკსანდრე
18 ივნისი 2019 09:44
0
კაცო, ფიჯელები დარალეს კაცო, ზანგები გამოქანცეს, რაც მაგათ მსხვერპლი ყავთ შესანსლული კანიბალურ ტუსოვკებზე, ქართველებმა სსიქა რა გააძრეს კაცოო
ჯორჯიელი
17 ივნისი 2019 23:56
0
რას ნიშნავს, როცა არაპროფესიონალი ხარ, ყველა და მათ შორის მეც ძალიან უკმაყოფილო ვიყავით პირველი ტაიმის შემდეგ, ჯერ შემადგენლობის გამო, მერე ბევრი შეცდომების და წაგებული აუტების გამო, მაგრამ თურმე სადა ხარ, სქოთები დაჩეჩქვეს რასაც ჰქვია, ზელანდიაზე 5 ლელოს გამტანი გუნდი, კაპიტულაცია გვაიძულესო თვითონ თქვეს, როგორი სწორად გათვლილი თამაში გამოვიდა, თითქოს ჭადრაკის პარტია გაითამაშეს მწვრთნელებმა. ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!!! ამიტომაც ხშირად თავი უნდა შევიკავოთ არასწორი შეფასებებისგან. ეს თამაში მწვრთნელმა მოიგო და ქება-დიდება მას ამის გამო.
ლორ
13 ივნისი 2019 11:36
1
წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს. ბევრი ბავშვური შეცდომებია გამოსასწორებელი და ფიჯის რათქმა უნდა მოვუგებთ. საჭიროა მეტი თვითდაჯერებაა საკუთარ ძალებში და ნაკლები შიში სახელების მიმართ.
გიზოგ
13 ივნისი 2019 10:24
0
სულ ფეხბურთელებს არ გვანან?!
გიო
13 ივნისი 2019 09:03
1
ეჭვი მაქვს ზოგიერთი ფეხბურთელი მამაძაღლობს და ეზარება ნაკრებში თამაში.
შავლეგ
13 ივნისი 2019 11:44
0
არ შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს იმაზე მეტი რასაც თამაშობენ! არ გაგიგონია გამოთქმა, თავს ზევით ძალაა არაა და რა ვქნაო?!
aburjga
13 ივნისი 2019 11:08
1
შემდეგ შეხვედრაში ფიჯის ვხვდებით და იმედია მოვიგებთ
David
13 ივნისი 2019 03:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული