ზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოსპსის" მორაგბე ზურაბ ჟვანია Facebook-ზე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

მისი თქმით, ის კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სავარაუდოდ, ის მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელ "ბორჯღალოსანთა" 46-კაციან სიაში არ იმყოფება, რომელიც ხვალ, 27 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

"მივმართავ ყველა გულშემატკივარს, მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის...

სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები, მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით, რუსეთის წინააღმდეგ!

მაგრამ მოხდა
შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია, მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ!

ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის.

დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში.

საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!", - წერს ჟვანია.

27 წლის მოთამაშეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 40 შეხვედრა აქვს გამართული.

Sportall.Ge

Sportall.ge რაგბის კავშირისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

altrugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს

altრუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 41 /
თუ არ მეშლება ჩვენი ლეგენდა---მამუკა გორგოძე სწორედ მსგავსი არასწორი მიდგომის გამო წავიდა ნაკრებიდან!!! არა იმიტო რო მას ჩაგრავდენ არა სხვა ბიჭებს და რო ხედავდა ეს კაცი ამ ყველაფერს წყნარად წასვლა არჩია.... გირგოძესთვის ბოლო წვეთი იყო მავანთა მიერ რუმინეთთან დაშვებული შეცდომების გამო წაგებული თამაში....(სასტავის დაყენებით დაწყებული და სხვა რამეებით გაგრძელებული...) ნუ იმედია ახლა მაინც იტყვის მამუკა თავის სიტყვას და სხვა ბიჭებიც ჟვანის თამადობით მიაღწევენ ნაკრებისთვის და რაგბისთვის უკეთეს გადაწყვეტილებას.....
სპორტ ფაზა
27 ივნისი 2019 09:25
5
თუ ვინმე პიროვნების ან სხვა უსამართლო მიზეზით ვერ მოხვდა ნაკრებში, კონკრეტული მიზეზი უნდა დაასახელოს. გორგოძეს არავინ მოქცევია უსამართლოდ და ეს არ გაჟღერებულა. შერკინებაში დიდი კონკურენციაა და ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ვიღაცა დარჩება გულნატკენი. ჟვანია მოსინჯეს 2 ნომერზეც, მაგრამ რა ვქნათ, როცა მამუკაშვილი და ბრეგვაძე უკეთესები არიან? 1 და 3 ნომრებზე, რომლებზეც ნომინალურად თამაშობს ჟვანია, იქაც დიდი კონკურენციაა. ვის ამოაგდებს შემადგენლობიდან? 1 ნომერზე ნარიაშვილი აშკარად კონკურენციის გარეშეა. 3 ნომერზე კი ყველთვის ყველაზე დიდი არჩევანი გვქონდა და ასეა ეხლაც. ქუბრიაშვილიც დარჩა ნაკრებს მიღმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
???
27 ივნისი 2019 18:41
0
ზურა, არ არის ლამაზი შენი საქციელი, ნუ ჩამოაგდებ გუნდში შუღლს.
patre შენნაირი იდიოტების გამო ხდება ზუსტად ყველანაირი უბედურება
ცუგო
26 ივნისი 2019 17:49
44
ნამდვილად არ არის მისი ადგილი ნაკრებში და ცუდათ მიედმოედება, პროვოცირობს უნიჭოდ.
ლელო
26 ივნისი 2019 16:35
36
Da rato ar ari? Iqneb ganmartot? Sportuli tvalsazrisit tu rame sxvas gulisxmobt?
Zuka
26 ივნისი 2019 16:51
0
მინიმუმ თადარიგში უნდა იყოს მაინც ასეთი მორაგბე, თამაშის სტილის შეცვლა, რომ მოგინდეს და პირველი ხაზით შეტევა გჭირდებოდეს ვიღაცამ, ხომ უნდა შეძლოს? გაქანებულ შეტევაში მოწინააღმდეგე თუ არ ჯარიმდება და კარგად იცავს თავს შერკინებას ხომ არ მოითხოვ, დამინიშნეთ სხვაგვარად ვერ ვუტევო?
gizo
26 ივნისი 2019 18:09
0
ქოცი ფედერაციისგან ყველაფერს უნდა ველოდეთ - ალბათ ოკუპაცია გააპროტესტა ჟვანიამ
gio
27 ივნისი 2019 09:57
18
არავინ იცით, რა ხდება?
ILIA
27 ივნისი 2019 12:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული