მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა

AutoSharing Option
27 ივნისს "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

გარდა ამისა, ჰეიგმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და ზურაბ ჟვანიას საკითხსაც შეეხო.

"ამ შემადგენლობის შერჩევის პროცესი ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ თამაშს კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში ვაკვირდებოდით - მათ ფიზიკურ მდგომარეობას და მზადყოფნას.

სამი წლის წინ მთელმა მენეჯმენტმა და მორაგბეებმა დავისახეთ მიზნები და ფასეულობები, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს ყველაფერი დაგვეხმარა, რომ გუნდი მზად ყოფილიყო ყოველი მატჩისთვის და საბოლოო გუნდი შეგვერჩია.

მოხარული ვარ, რომ ვასახელებთ ძლიერ გუნდს. გუნდი, რომელსაც ვასახელებთ, არის ბრწყინვალე მდგომარეობაში. ახლა შემადგენლობა ინდივიდუალურ ვარჯიშებს აწარმოებს, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროცესებიც. ლეგიონერები გუნდს მაშინ შემოუერთდებიან, როცა ამის საშუალება იქნება.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას, მიზეზი მარტივია - ის არ არის შესაბამის ფორმაში, რომ მოხვდეს შემადგენლობაში. არავითარ პირად ინტერესზე არ არის საუბარი და ვერც იქნება.

ჩვენ, სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები თავიდანვე შევთანხმდით, რომ გარკვეული პერიოდისთვის მორაგბეებს უნდა ჩაებარებინათ პროტოკოლის მიხედვით დანიშნული ტესტები.

95-მა პროცენტმა ნაკრების მოთამაშეებისა, ინდივიდუალური ტესტები ჩააბარა და ისეთი შედეგი დადო, რისთვისაც აქამდე არ მიუღწევია. ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა.

მესმის, მორაგბე გულგატეხილია იმის გამო, რომ გუნდში ვერ მოხვდა, თუმცა ამ სიაში ბევრი მორაგბე ვერ მოხვდა. რა თქმა უნდა, ამით ბედნიერი არ ვარ.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ტესტი არ იყო კრიტერიუმი, მაგრამ როდესაც არის შეთანხმება, რომ რაღაცის გაკეთება მოგიწევს კონკრეტულ დროს და იყო საუკეთესო ფორმაში, ეს უნდა შეასრულო.

არის ერთი მორაგბე ამ ხუთი პროცენტიდან, რომელიც შემადგენლობაში ვიხმეთ, რადგან ვინც გათვალისწინებული გვყავდა, იმან ტრავმა მიიღო. შესაძლოა, მსგავს შემთხვევაში, შემადგენლობაში ზურაბ ჟვანიაც ვიხილოთ.

ყველა მიზანზე ვერ ვისაუბრებთ, რისი მიღწევაც გვსურს მსოფლიო თასზე, მაგრამ მინიმუმ იმის გამეორება გვსურს, რაც წინა ჩემპიონატზე გავაკეთეთ.

მსოფლიო თასზე თუნდაც იმავეს გამეორება ბევრად რთული იქნება. ფიჯისთან და ურუგვაისთან, რომლებიც ჩვენსავით მეორე ეშელონის ნაკრებები არიან, ბრძოლა რთული იქნება", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

altგოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...

alt"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

altზურაბ ჟვანია: კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე

მკითხველის კომენტარები / 19 /
დუდუზე რა გითხრათ (მამუკას არ იყოს, მისი საუკეთესო წლები ჩავლილია), მაგრამ ჟვანიაზე მართლაც მწყდება გული. მხოლოდ მიწოლაში ხომ არ არის საქმე, მაშინ როდესაც ასეთი მოძრავი პირველხაზელი ნაკრებში იშვიათობაა. ან კიდევ, რა ლოგიკაა როდესაც არაერთხელ ჩავარდნილი თეთრაშვილი შეგყავს გაფართოებულში, ხოლო ჟვანიას გარეთ ტოვებ. ნუთუ მხოლოდ ტესტის შედეგების გამო?! მხოლოდ მაგ კრიტერიუმით თუ იხელმძღვანელა ჰეიგმა, სადაა იმის გარანტია რომ რეალურ თამაშში თეთრაშვილი ჟვანიას აჯობებს? ან კიდევ, აფციაურს და კიდევ 1-2 მეორეხაზელს, დავიჯერო ფრუიძე და მიშო გაჩეჩილაძე არ ჯობდა გაფართოებულში?
სიმართლე
29 ივნისი 2019 15:57
2
იცი რაუნდა ფითხრათ ბევრი იცით ჟვანიას ნაერი დრიბლინგი ქონდეს მსოფლიოში პირველ ხაზელს ამას ვიძახი სრული პასუხისგებლობით ვერცერთი ვერ ჯობია საქართველოში და მსოფლიოში თითო ოროლა ეგეთი მართალია სტატიკაში უჭირს მაგრამ გვყავს ჩვენ ისეთები რო სტატიკაში მსოფლიოში საუკეთესოები არიან ამის მინუს გადაფარავდენ და ჟვანიას რაც აქ მარტო მაგიტომ ეკუთვნის არა გამოძახება არამედ ძირითადიც ეხლა დუდუს რაცშეხება დუდუს ნაერი მაღალი კლასის პირველ ხაზელი უდიდესი გამოცდილებით მსოფლიოში ეგეთიც ცოტა მოკლედ მე არ ვეთანხმები მწვრთნელს.
lelo
28 ივნისი 2019 09:17
5
წარმატებები ბიჭებო თქვენ საქართველოს საამაყო შვილები ხართ
Best
28 ივნისი 2019 03:58
1
რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს წავა მსოფლიოს მერე იაპონიაში! რაც შეეხება მსოფლიოს წინა მსოფლიოს შედეგის გამეორებას რომ გეგმავ ბატონო ჰეიგ ტონგასთან თამაში ბიჭების დამსახურებაა და თქვენ ნუ მიიწერთ!!!!!!!!!!
Best
28 ივნისი 2019 01:59
17
ორი თამაში კარგია, მაგრამ იქნებ უელსისთვის მოგვეგო. არც კოლელიშვილიარ ყავთ. საერთოდ მორიგი გაYიდვის მცდელობის სუნი დგას. ისე უელსი უნდა შეისწავლონ ინგლისიდან რომ არ დაიმატონ ლეგიონერები.
ddgfdf
28 ივნისი 2019 00:00
8
კოლელიშვილს თამაში აქვს აკრძალუილი ზედმეტი ტვინის შერყვების გამო. თვითონ დაწერა ამაზეც. Mაგრამ ჯვანიას არ შეყვანა მართლა მაკვირვებს. იაშაღაშვილსაც დავამატებდი ამ გუნდს. კვირიკაშვილია აბა ფორმაში?
niko
28 ივნისი 2019 03:35
0
კარგი რა ჰეიგ, აბსურდია 43 კაც შორის, რო ვერ შეიყვანე ზურა:(
გოგა
27 ივნისი 2019 20:04
5
აბა თქვენ სემოგვტავაზეთ, რომელი ამოიღოს?
დათო
27 ივნისი 2019 22:40
3
ხო, იჩქარა ზურამ ამბის ატეხა ალბათ, მაგრამ გაუგებარია ზურა არ იყოს გაფართოებულში და თეთრაშვილი იყოს! აი ყველას გავიგებ, მაგრამ თეთრაშვილი?!!!!!!!!!!!!!!! რამდენჯერ უნდა "გამოცადოს" ეს კაცი და რამდენჯერ უნდა "მარცხი მოუვიდეს" ამ უკანასკნელს?
zuka
27 ივნისი 2019 19:53
2
სადაც მელიქიძეს და აფციაურს ვერ შეელია ჩვენი მელიტონა იქ თეთრაშვილი რაღა გასაკვირია :)
ბათუ
27 ივნისი 2019 21:22
0
ძალიან გული მწყდება, რომ ზურა მსოფლიოზე არ მიყავთ, ასეთი გამოცდილი და მებრძოლი კაცი დატოვო უგუნდოთ? რავიცი ვერავის შეედავები, მაგრამ შედეგზე პასუხს ვინ აგეს მსოფლიოს შემდეგ? იაპონიის საკლუბო გუნდის მწვრთნელი? ვფიქრობ ამ შემთხვევაში ფედერაცია უნდა ჩაერიოს საკითხის გარკვევაში.
გიზოგ
27 ივნისი 2019 18:01
15
Xoo? Tqva sadme, mivdivaro? Erti is gavige, didi albatobit stade franceshi gadadiso. Tabize oqro bichia da zaan meimedeba. Gigashviltan da chilachavastan ertad super sameuli iqneba, magram dudu mainc merchia da ziraqa, mara ras izam. Ai melikidzis tamashi ver davamugame. Sheizleba meshleba.
Rezi
27 ივნისი 2019 22:42
0
ქუბრიაშვილს რა ჭირს რატო არაა?
roma
27 ივნისი 2019 17:12
2
მეც ძაან გული დამწყდა დუდუზე. მინიმუმ გაფართოებულს იმსახურებდა.
gagi
27 ივნისი 2019 19:54
1
დაასრულა სანაკრებო კარიერა მემგონი.
Piper
27 ივნისი 2019 19:18
2
ყველა გამოხმაურება
ვთქვი და ეგრეც ჰყოფილა. ინტრიგანი და არა გულწრფელი ჰყოფილა ჟვანია. როცა მწვრთნელი იტყვის ამ და ამ რიცხვისთვის ასეო, უნდა თავი გადადო და გააკეთო ასე. თუ იტყვის ისეო, მაშინ უნდა გააკეთო ისე. სხვანაირად გუნდი ვერ "გაიფრენს", მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც სულ ორადორი თამაშში უნდა ჩადო ყველაფერი, რომ შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატამდე, ექვსი ერის პირველობაზე, სულ მცირე საბაბი გქონდეს სალაპარაკო და საპრენტენზიო. ჟვანიამ კი მჩაგრავენო.
ლელო
27 ივნისი 2019 16:02
8
ჟვანიას ასე ადვილად ნუ გავიმეტებთ ბიჭებო,შეიძლება მიწოლაში ვერ არის ისეთი ძლიერი,მაგრამ სხვა კომპონენტებში კონკურენტებს სჯობია და სრულიად ჯანსაღია მისი ამბიცია,ნაკრებში მოხვედრაზე.რატომ ვაბრალებთ ინტრიგანობას?მისი აზრი და ჰეიგის აზრი,ერთმანეთისაგან განსხვაავდება,ზურას კი ძალიან უნდოდა მსოფლიოზე თამაში,თანაც თავის სიმართლეში დარწმუნებულია და წყენა არ დამალა.რა თქმა უნდა უსიამოვნოა,მაგრამ დასაძრახს ვერაფერს ვხედავ.არც ზურასთვის მომხდარა კატასტროფა,დარწმუნებული ვერ,კიდევ ძალიაN ბევრ თამაშს ჩაატერებს საქართველოს ნაკრებში,ის ხომ მართლაც მაღალი კლასის ბურჯია.
სოსო
28 ივნისი 2019 09:38
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული