რუსები "ქართველ ექსტრემისტებს" უფრთხიან და რაგბის მატჩი სავარაუდოდ არ გაიმართება

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ იგორ არტემევმა 27 აგვისტოს დანიშნული საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის შესაძლო ჩაშლაზე გააკეთა კომენტარი და როგორც ჩანს, თამაში არ შედგება, რადგან "ზემოდან ასე ურჩიეს", იქ კი ურჩობას არ პატიობენ.

"ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას გავივლით, თუმცა საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გამართვაც კი არ არის სასურველი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა არ დავუშვათ პროვოკაცია და სპორტსმენები დავიცვათ. სამწუხაროდ, საქართველოში ახლა ამის გაკეთება ძნელია. ნეიტრალურ მოედანზეც რთული იქნება ექსტრემისტების გამოხდომებისგან თავის დაცვა.

სპორტს პოლიტიკაში ითრევენ,
რაც ჩვენ არ გვსურს. იმაზე გვიწევს ფიქრი, რომ ცეცხლზე ნავთი არ დავასხათ.  საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ. სხვადასხვა ვარიანტებს ვეძებთ.

სხვა გუნდებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განვიხილავთ, რადგან ნაკრებს ტესტ-მატჩის გარეშე ვერ დავტოვებთ. უეჭველია, საქართველოს რაგბის კავშირთან კეთილ დამოკიდებულებას შევინარჩუნებთ. ისინი ჩვენი უახლოესი პარტნიორები და მეგობრები არიან. ასევე ღრმა პატივს ვცემთ ქართველ ხალხს.

ცოტა ხნის წინ ოჯახთან ერთად თბილისში ვიყავი და ალმაცერი მზერაც კი არავისგან არ შემინიშნავს. როგორც ახლო მეგობრებს, ისე მოგვესალმებოდნენ - ისევე როგორც ჩვენ მივესალმებით საქართველოდან ჩამოსულებს.

ამ ხალხს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ზოგიერთი ექსტრემისტის გამოხდომა არაფერს არ ცვლის. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ხელი შეგვიშალეს მატჩის ჩატარებაში და ხელი შეუშალეს თავიანთ გუნდსაც მომავალი მსოფლიოს თასისთვის წარმატებულ სამზადისში", - განუცხადა არტემევმა Sport24-ის კორესპონდენტ კონსტანტინ ლესიკს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვისაც ბილეთები შეძენილი გვაქვს რა ვქნათ?!
ვაი ჩვენს პატრონს
16 ივლისი 2019 08:15
0
რის გეშინიათ რაგბისტები ხართ თუ ბალერინები. ასეთი ვაჟკაცური სპორტის სპორტსმენებმა არ უნდა იკადროთ ნეიტრალური მოედანი.ახლა მოგებით რომ ვერსად მოიგებთ ეს ისედაც იცით წინასწარ
დავით67
15 ივლისი 2019 08:25
0
ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ
s.s.
14 ივლისი 2019 10:00
0
თუ შესაძლებელია, რაგბი ევროპაზე ამათთან გასვლაზე სათამაშოდ არ წავიდეთ, და გამოვაცხადოთ იგივე, რასაც ახლა ესენი აცხადებენ.
ისევ რაგბის მივაწვეთ
14 ივლისი 2019 08:03
5
დააკატლეტებენ იციან
ბბ
14 ივლისი 2019 01:03
2
ექსტრემისტები არა ... ასეთი დონის პრიმიტივები როგორ არიან რომ ამის თქმას რომ ბედავენ თურმე “ნეიტრალურ მოედანზეც “ექსტრენისტების” გულზე არიდებენ თავს თამაშს” და არა ქართული ვაჟკაცობის გულზე, 22 წელია სადაც დავიჭერთ რომ იქ ვუგებთ და უზარმაზარი სხვაობა როა ჩვენს შორის. პროსტა ასეთი უტიფარი და პრიმატი როგორ უნდა იყო, დავაი შევთავაზოთ ბიჭო რუსეთში თამაში ბოლომდე ჩავა ***ჯ** მეინოთ
Givi
14 ივლისი 2019 00:36
10
Русские регбисти вам нечего боятсяв в грузый увазжают настаясщих мужщин.
Гага
13 ივლისი 2019 23:28
8

სიახლეები პოპულარული