მამუკა გორგოძე იუბილარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი მორაგბე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე იუბილარია. დღეს, 14 ივლისს გორგოძეს 35 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ნაკრების ღირსებას მამუკა 2003 წლიდან 2017 წლამდე იცავდა. ამ დროის განმავლობაში "გორგოძილამ" "ბორჯღალოსნების" მაისურით 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 26 ლელო დადო. თუმცა, მშრალი რაოდენობრივი სტატისტიკის მიღმა, ის გუნდის უდავო ლიდერი იყო.

საკლუბო დონეზე 2005-2014 წლებში ფრანგული "მონპელიეს" წევრი იყო. აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში ტოპ 14-ში  168 შეხვედრა ჩაატარა და 27 ლელო დადო. 2014 წლიდან კი, ასევე ფრანგული "ტულონის" წევრია, სა
დაც 72 შეხვედრის გამართვა და 8 ლელოს დადება მოასწრო.

sportall.ge-ს რედაქცია ულოცავს მამუკა გორგოძეს დაბადების დღეს და კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატებებს უსურვებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სიამოვნებით ვულოცავ მამუკას დაბადების დღეს.35 წელი ცოტა არ არის,მაგრამ არც ძალიან ბევრია.მამუკას კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.იმედი მქონდა,რომ ჩემპიონატზე გული არ გაუძლებდა და წამოვიდოდა,მაგრამ თავისი საქმე და ჯანმრთელობა,ჩვენზე უკეთ იცის.იმედია ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს,კიდევ დიდხანს გააგვახაროს თავისი კარგი თამაშით საკლუბო დონეზე.სწორედ ამას ვუსურვებ მამუკას,რკინის ჯანმრთელობას,მტკიცე, მოსიყვარულე ოჯახს და წარმატებას ყველა საქმეში.უდიდეს პატივს ვცემ მამუკა გორგოძეს და ყოველთვის ასე იქნება,რადგან ის არის ქართული გენი,რაგბიში განფენილი და მე,ქართველი ვარ.
სოსო
15 ივლისი 2019 10:09
0
ულოცავ მამუკას დაბადების დღეს, ვუსურვებ ბედნიერებას, ჯამთელობას, ნაკლებ ტრამვიანობას კარიერაში. ყოველთვის მისი გულშემატკივრები დავრჩებით.
Geo_Dinamo
14 ივლისი 2019 21:17
0
ვულოცავ გულით და სულით, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ უნდა ეთამაშა ეს მსოფლიო და მერე დაემთავერბინა სანაკრებო კარიერა
Grisha
14 ივლისი 2019 21:08
2
ჭეშმარიტად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა, ჩვენი რაგბის 'პელე" ამ შესანიშნავ სპორტის სახეობაში.
Happy Birthday Buddy.
TanoLife
14 ივლისი 2019 20:56
0
ქართველი ხარი !!!
Bidzia
14 ივლისი 2019 20:20
0

სიახლეები პოპულარული