რუსეთის ხელისუფლების "რეკომენდაცია" შესრულებულია - მათი ნაკრები თბილისში არ ჩამოვა

AutoSharing Option
გადაწყდა - რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში დანიშნული ტესტ-მატჩის ჩასატარებლად არ ჩამოვა.

ეს ფაქტიურად რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების ვერდიქტია, რამეთუ ითქვა, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციას კონსულტაცია უნდა გაევლო საგარეო საქმეთა სამინისტროში და რეკომენდაცია მიეღო. ჰოდა, "რეკომენდაცია" მიიღო. ამასთან დაკავშირებით მათმა რაგბის ფედერაციამ რაღაც აბსურდული განცხადება გაავრცელა, რომელიც თავის მართლებას უფრო ჰგავს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო! ძვირფასო კოლეგებო!

რუსეთის რაგბის კავშირი ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახლახან მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ თბილისში. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამ შეიძლება საფრთხე
შეუქმნას ამ ქვეყანაში მყოფი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამასთან დაკავშირებით იძულებულნი ვართ თქვენ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციას შეუძლებლად მიაჩნია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი.

რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს საქართველოს რაგბის კავშირთან დამყარებულ პარტნიორულ ურთიერთობას და საჭიროდ თვლის შეახსენოს, რომ ჩვენი თამაშის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემაა, რომელიც სცდება კულტურულ, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და რელიგიურ საზღვრებსა და განსხვავებებს.

ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელ ბოდიშს ვუხდით", - ნათქვამია განცხადებაში.

altრუსები "ქართველ ექსტრემისტებს" უფრთხიან და რაგბის მატჩი სავარაუდოდ არ გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 13 /
რა დონის ცინიკოსები. ერთ ხუილოს დაკრულზე დადის ამხელა ქვეყანა
რაგბი
21 ივლისი 2019 08:58
0
წაგება არ უნდოდათ და მიზეზი ნახეს. ვაი თქვენ პატრონსდ იბატ მატერები
იმერელი
20 ივლისი 2019 11:21
2
ესაო,ისაო,ძალიან გვიყვარხართ,ძალიან პატივს გცემთ,მაგრამ ზემოდან თითი დაგვიქნიეს და ვერაო.განცხადებიდან ცხადად ჩანს,რომ ეს მათი საკუთარი სურვილით არ მომხდარა.
სოსო
20 ივლისი 2019 09:30
0
რაგბისტებს ნამდვილად არაფერი აქვს სასწავლი მაგრამ აი ფედერაციამ რომ მიბაძოს რუსეთის ფედერაციას და ჩემპიონატი გააძლიეროს არ იქნება ურიგო! ბიჭები რომ გარბიან უცხოეთში ფედერაცია რას აკეთებს მათ შესაჩერებლად? იმის გარდა რომ კაბინეტებში ზიან თბილად ლეგიონერებს ამოფარებულები!
Best
20 ივლისი 2019 02:28
0
ძალიან კარგი, შოტლანდიელებს ჯანმრთელ რაგბს ვეთამაშებით
ანდრო
20 ივლისი 2019 02:23
1
იქნებ რამე ესწავლათ ჩვენგან... საკუთარი ნაკრები უფრო დააზარალეს თორე ჩვენ მაგათთან არც ისე ბევრი გვაქ სასწავლი
რიგითი
19 ივლისი 2019 20:45
1
მივმართავ რაგბის ფედერაციას-ვისაც ბილეთები გვაქვს შეძენილი ამ თამაშზე როგორ იქნება მათი საქმე?
giga
19 ივლისი 2019 20:41
9
ვისი სქმე - ბილეთების საქმე თუ ფედერაციის საქმე?
ლევანი
20 ივლისი 2019 07:29
0
რუსები სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს.
ეს "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" კიდე საიდან მოიტანეს?.
გიორგი
19 ივლისი 2019 20:28
0
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის(იყო ასეთიც) პონტში.
გოჩა1
20 ივლისი 2019 10:54
0
საწვრთნელი პროცესი ირღვევა და სამწუხაროა,თორემ რუსებს უფრო სჭირდებათ ჩვენთაან თამაში,ვიდრე ჩვენ მათთან.
სოსო
19 ივლისი 2019 20:10
3
დევიქცით და ამოვარდით ფორმიდან რა გვეშველება ებიჯო აფრინეთ ვინმე კაცი გოუგზავნეთ ჩურჩხელა ნაზუქები ხაჭაპური ლობიანი. ეხლა მთავარი ძალიან უნიათო ფედერაცია გვყავს ხედავ ბიძინა მონდომებულია და დაასპონსორებს ამათ კიდე ვერაფერი მოუფიქრებიათ ეხლა შოტლანდია ჩამოდის შესთავაზეთ რამე შოტლანდიელ ახალგაზრდულის და ჩვენი ანალოგიურად სიამოვნებით მივა ხალხი ან იგივე ახალგაზრდულების შორის ოთხთა ტურნირი არგენტინა სამხრეთ აფრიკა ჩვენ და იტალია იტალია თუ არ დავგთანხმდება შოტლანდია სოლიდური საპრიზო ფონდით ბათუმი თასი ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება. მოვიწვიეთ რაგბის ფედერაციაში მენეჯერად რაღაცეებს შემოგთავაზებთ.
კახა
19 ივლისი 2019 20:08
3

სიახლეები პოპულარული