"ბორჯღალოსნები" 18-დღიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობს და 18-დღიან შეკრებაზე თურქეთში, ანტალიაში გაემგზავრა.

პირველი შეკრების შემდეგ, რომელიც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებმა და რამდენიმე ლეგიონერმა გაიარა, გაფართოებულ შემადგენლობას ოთხი მოთამაშე გამოაკლდა - ლაშა ტაბიძე, საბა შუბითიძე, ბექა ბიწაძე და რევაზ ჯინჭველაშვილი.

დანარჩენი მოთამაშეები ანტალიაში 22 ივლისს გაემგზავრნენ და იქ 9 აგვისტომდე დარჩებიან. მწვრთნელები და მორაგბეები უმაღლესი დონის სპორტულ ბაზაზე არსებული პირობებით კმაყოფილნი არიან და ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნაკრებს მოსამზადებლად მსგავსი პირობები აქამდე არასდროს ჰქონია.

მზადება ინტენსიურია და
"ბორჯღალოსნებს" დღეში რამდენიმე ვარჯიში აქვს, შუალედებში კი ვიდეოგანხილვები ტარდება. პირველი ეტაპის შემდეგ კმაყოფილები არიან ფიზმომზადების სპეციალისტები. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ჩვენი გუნდი წლევანდელ მსოფლიო თასზე 20%-ით უკეთ იქნება მომზადებული, ვიდრე 2015 წლის მსოფლიო თასზე იყო.

თურქეთში "ბორჯღალოსნებს" ახალზელანდიელი ფიზმომზადების სპეციალისტი ფილ ჰილი შეუერთდა, რომელსაც ზურგს 16-წლიანი გამოცდილება უმაგრებს და "ჩიფსთან" ერთად ორჯერ გახდა ზე-რაგბის ჩემპიონი. მას ერთი სეზონი შოტლანდიურ "გლაზგოშიც" (2017-18 წლები) უმუშავია, ბოლოს კი ზე-რაგბის კიდევ ერთ ფრანჩაიზში, "ბლუსში" მუშაობდა.

მსოფლიო თასის დასრულებამდე ის საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორად უწერია ! ბორჯღალოსნები ბრჭყალებში აქვს ჩასმული და გუნდის სახელია ამ შემთხვევაში .
კახა
29 ივლისი 2019 16:36
0
ბორჯღალოსნები გაემგზავრა? ყოჩაღ, ეგრე გააგრძელე "ჟურნალისტო"
თემო
28 ივლისი 2019 15:49
2
ჟურნალისტობას რომ იბრალებ,სწორად წერას დაეუფლო იქნებ? "ბორჯღალოსნები გაემგზავრნენ" და არა ისე სათაურში რომ გაქვს....................
gela 67
27 ივლისი 2019 12:08
3
დიდი აკაკი შანიძე არც მე ვარ შეიძლება მაგრამ ,,ბორჯღალოსნები'' ბრჭყალებში აქვს ალბათ როგორც კრებითი სახელი და დასახელება გუნდის... უბრალოდ ბორჯღალოსნები რომ ყოფილიყო ბრჭყალების გარეშე მაშინ მართლა შეცდომა იქნებოდა... ისე ცუდად კი აღიქმება...
zura
29 ივლისი 2019 16:36
0
ამაზე უფრო სარაგბო ქვეყანა ვერ ნახეთ?
არ მჯერა :D
26 ივლისი 2019 09:51
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული