ჩემი ოჯახისთვის საქართველო სახლია - მილტონ ჰეიგი World Rygby-ს მეორე ეპიზოდში საქართველოს შესახებ [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოსა და საქართველოში რაგბის განვითარების შესახებ სპეციალურად გადაღებული ფილმის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა.

ფილმში მოცემულია ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან, საქართველოს ნაკრების კაპიტანთან, მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსანთან. ასევე, სხვადასხვა ეპიზოდი "ბორჯღალოსნების" ისტორიიდან.

მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩები ელის. "ბორჯღალოსნები" ორ შეხვედრას ჩაატარებენ საქართველოში.

საქართველოს რაგბის გუნდი 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება, შემდეგ კი, 31 აგვისტოს, შოტლანდიის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო შეხვედრას ქართველი მორაგბეები ისევ შოტლანდიელებთან გამართავენ, ოღონდ ამჯერად
- შოტლანდიაში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მილტონს ნაგდად ეკუთვნის ძეგლის დადგმა ისეთი კარგი ადამიანია
22 აგვისტო 2019 12:24
0
თან ყველაფერთან ერთად ზრდლობა და კულტურა არ დაუკარგავთ.მადლობა ბიჭებს.
მიშა
21 აგვისტო 2019 07:37
0
დიდი კაცი! მადლობა მელიტონ, გაიხარე საყვარელ ოჯახთან ერთად.
emigranti
21 აგვისტო 2019 02:24
0
ძალიან ვისიმოვნე ყურებით. ორჯერ გავიმეორე ჩვენება. დიდი მადლობა ყველას. გენაცვალეთ ლომებო! რაგბი ხდება განათლების საშუალებად, როდესაც ის ყველასათვის საყვარელი საქმიანობაა.
TanoLife
20 აგვისტო 2019 22:30
0

სიახლეები პოპულარული