ჩემი ოჯახისთვის საქართველო სახლია - მილტონ ჰეიგი World Rygby-ს მეორე ეპიზოდში საქართველოს შესახებ [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ საქართველოსა და საქართველოში რაგბის განვითარების შესახებ სპეციალურად გადაღებული ფილმის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა.

ფილმში მოცემულია ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან, საქართველოს ნაკრების კაპიტანთან, მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსანთან. ასევე, სხვადასხვა ეპიზოდი "ბორჯღალოსნების" ისტორიიდან.

მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტესტ-მატჩები ელის. "ბორჯღალოსნები" ორ შეხვედრას ჩაატარებენ საქართველოში.

საქართველოს რაგბის გუნდი 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება, შემდეგ კი, 31 აგვისტოს, შოტლანდიის ნაკრებს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო შეხვედრას ქართველი მორაგბეები ისევ შოტლანდიელებთან გამართავენ, ოღონდ ამჯერად
- შოტლანდიაში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მილტონს ნაგდად ეკუთვნის ძეგლის დადგმა ისეთი კარგი ადამიანია
0
თან ყველაფერთან ერთად ზრდლობა და კულტურა არ დაუკარგავთ.მადლობა ბიჭებს.
მიშა
07:37 21-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული