"ბორჯღალოსნებმა" ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა:

"საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა.

ნაკრების წევრები ერთი დღით მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომლებიც სპორტსმენების სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა და მათ გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.

სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი
ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება".
მკითხველის კომენტარები / 5 /
როცა ქართულ ფეხბურთს ვახსენებთ, უკვე მაგრად ტეხავს.... როგორ დავეციით... იქნებ, ის რამდენიმე ათეული მილიონი ბიუჯეტიდან რაც კლუბებში ილექება, საბავშვო ფეხბურთში ჩავდოოთ? იქნებ აქ არის გამოსავალი?
გიორგი48
11:51 22-08-2019
1
გენაცვალეთ ლომებო. ველოდები ქართველ ფეხბურთელებს როდის გამოაგზავნიან თქვენთან მოსამზადებლად. განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად როდის მოემზადებიან. იქნებ არ აუკანკალდეთ მუხლები. იქნებ წაავარჯიშოთ ერთხელ ა?
მწარე
21:50 21-08-2019
1

სიახლეები პოპულარული