მილტონ ჰეიგი: წინა მსოფლიოს თასის დაწყების პერიოდთან შედარებით, 50%-ით უკეთ ვართ მზად

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის, "თიბისი რაგბის სერიების" პირველ მატჩში სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" 24:20 სძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თამაში "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შეაჯამა:

"ცუცქირიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჯერ ზუსტად არ ვიცით, დაწვრილებითი ინფორმაცია 2-3 საათის შემდეგ გვეცოდინება.

მერაბ შარიქაძე კარგადაა, დადის, მოძრაობს და მას სკანირება ხვალ ჩაუტარდება. ამ ეტაპზე გარისკვა არ გვინდა და ვნახოთ, რა იქნება.

წინა მსოფლიოსთვის მომზადების დონეს რომ შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50%-ით უკეთ ვართ მზად, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

ამ შეხვედრაში 15
ქულით ვაგებდით. თავიდან გაგვიძალიანდნენ, კუნთები გვიჩვენეს. თუმცა სწორედ ამ მომზადების წყალობით ბოლოს შევძელით გამარჯვება და პირველი თამაშის კვალობაზე, კმაყოფილი ვარ. არ ვამბობ, რომ კარგი მატჩი იყო, თუმცა ეს პირველი შეხვედრა გახლდათ. კარგად ნამდვილად არ გვითამაშია.

შემდეგ თამაშში ვეცდებით ვაჩვენოთ ის რაგბი, რისთვისაც ვემზადებით. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. ყველამ ვიცით, რამდენად კარგი გუნდია შოტლანდია. ხვალინდელ დღეს მეტოქის შესწავლას დავუთმობთ და განვაგრძობთ მათ წინააღმდეგ მზადებას.

ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი 3 დერეფნის წაგება იყო. აგრეთვე, პირველ ტაიმში ფიზიკურად გვაჯობეს და შემდეგი თამაშისთვის ეს უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, მაღალ ბურთებზე პირველ ტაიმში ვერ გამოვიყურებოდით კარგად და დაწვრილებით უკვე ხვალ განვიხილავთ ყველაფერს.

იმისთვის ვივარჯიშეთ, რომ შოტლანდიის მაღალი ტემპისთვის გაგვეძლო. ჩვენი მონაცემები ციფრებში რომ ნახოთ, ის მაჩვენებელია, რაც ტოპ-დონის გუნდებს აქვთ და თუ შოტლანდია ტემპს მოუმატებს, ჩვენც იმავეს ვიზამთ, ამისთვის მზად ვართ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიჭებო გილოცავთ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებას :))

ბატონო მილტონ იმედია შოტლანდიასთან უფრო გამართულ თამაშს ვიხილავთ თორე ამ თამაშით
ჯგუფიდან ვერ გავალთ :|
ჯაბა
23:30 27-08-2019
2
ბიჭებო გილოცავთ გამარჯვებას :)
მილტონ მორჩი ამ პროცენტებით ლაპარაკს
50% უფრო მაგრად ვართ მომზადებულიო
2015 -ში 2 თამაში მოვიგეთ ჯგუფში !
რა ჯგუფიდან გასვლა ? ალბათ ხუმრობთ :))
ექსპერიმენტები დრო აღარ არი 3 კვირაში მსოფლიო იწყება ეს რა თამაშის ხარისხი იყო ? :|
Tato
01:26 28-08-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული