საქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს:

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია".

მკითხველის კომენტარები / 44 /
ჯიგარი ხარ გულივეეეეეეეეეეეეეეერრრრრრრრრრრრრრრ
აკა
31 აგვისტო 2019 00:10
0
ეს პოლიტიკოსები ნუ ეტენებით ყველგან რა
912
30 აგვისტო 2019 23:43
10
რას გვეუბნები:)))))))))
იექსპერტი
31 აგვისტო 2019 00:01
8

სიახლეები პოპულარული