საქართველოს პრემიერი: მამუკა გორგოძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს:

"მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. მამუკას ვესაუბრე 2 დღის წინ და მან თანხმობა განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. მამუკა ქართული რაგბის ლეგენდა და უდიდესი ძალაა.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს #რაგბიჩვენითამაშია".

მკითხველის კომენტარები / 44 /
ისე ზირაქიშვილიც თუ დაგვეხმარება მთლად საუკეთესო იქნება
ilia
16:42 01-09-2019
1
გორგოძე თუ გგონიათ ისევ ძველი გორგოძეა ძალიან ცდებით.ის ჯანი აღარა აქვს.
ჩემი აზრით
12:40 31-08-2019
17
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული