გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"

AutoSharing Option
ვეტერანმა მორაგბემ, გიორგი ჩხაიძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული, "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მწვავედ გააკრიტიკა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!

ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს, რომელსაც 4 მსოფლიო აქ ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხომ არ გააფრინეთ თქვე ოჯახაშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი, ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები, არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს
მაინც.

მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ, რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!

რა გჭირთ ამ ფედერაციაში, რა შეგაშინათ ასე ამ გადაჭრილმა კაცმა? მაგას პროფესიონალიზმი აღარ ჰქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არა უშავს. ეს ასე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.

არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.

გიორგი ჩხაიძე (ბინგო)", - წერს ჩხაიძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 79 /
მელიტონი ახლა არ მოგწონთ?მან საქართველოს ნაკრები ძალიან მაღლა აწია და უძლიერესებამდე მიიყვანა,კი არ მიიყვანა მათ გააჯიბრა ,რომელზეც რამდენიმე წლის წინ ვერც ვიოცნებებდით,დაუნახავებო,საკუთარი კუჭფაშის მონებო,თვალახვეულებო,შეიძლება აწი უფრო მეტი განვითარება ჭირდება ჩვენ ნაკრებს,მაგრამ რაც მელიტონმა გააკეთა ჩვენი ნაკრებისათვის მადლობას რატომ არ უხდით?უმადურობა გჭირთ?
ზასტაველი
12:07 08-09-2019
0
ინტერნეტით ადვილია არა სხვისი ლანძღვა-კრიტიკა-დამცირება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს ფიზიკურ ნაკლზე როგორ უნდა დასცინოს ადამიანმა საჯაროდ?? "სტუმარ-მასპინძელი" გამახსენდა ახლა. ----"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისაო"---.................
ნაცნობი
20:58 03-09-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული