შოტლანდიელთა პრესსპიკერი: ქართველებს ბოდიში მოვუხადეთ და მათი ჰიმნი მატჩის შემდეგ დავუკარით

AutoSharing Option
შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის ედინბურგში გამართული შეხვედრის დაწყებამდე შოტლანდიელებმა საქართველოს სახელმწიფოს ძველი ჰიმნი დაუკრეს.

მორაგბეთა გაკვირვებისა და გულშემატკივართა უკმაყოფილების გარდა, აღნიშნულ შემთხვევას ოფიციალური პირების მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურება. საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე დაწერა:

"ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო საქართველოს ძველი ჰიმნის მოსმენა. საქართველოს საელჩო მზად არის შემდეგ ჯერზე მარიფილდის სტადიონს ქვეყნის თანამედროვე ჰიმნი მიაწოდოს."

ამ განცხადებას არც შოტლანდიურმა პასუხმა დააყოვნა და შოტლანდიის რაგბის კავშირის პრესსპიკერმა გააკეთა კომენტარი.

"ეს შემთხვევა ორ კავშირს შორის კომუნიკაციის პრობლემის
შედეგი იყო და ჩვენ დაუყოვნებლივ მოვუხადეთ ბოდიში ქართულ დელეგაციას. ჩვენი პატივისცემის გამოსახატად საქართველოს სახელმწიფოს თანამედროვე ჰიმნი მატჩის შემდგომ მიღებაზე დავუკარით.

შოტლანდიელებს საქართველოს რაგბის კავშირთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ისინი მადლობელები დარჩნენ ჩვენი საპატიო პასუხის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი თავაზიანობა აქამდე არავის გამოუჩენია."

მომზადებულია thescottishsun-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაგბის სპეციალისტებს მინდა გკითხოთ, წესები შეიცვალა, არეკნით კარში დარტყმა აიკრძალა?! თუ აკრძალული არაა მაშინ რატომ არ არის ჩვენი გუნდის არსენალში?! როცა ასეთი მაგარი შერკინება გვყავს, იმათ უკან მდგომი არეკნით დარტყმის ოსტატი რამდენ ქულას მოგვაპოვებინებდა?! მახსოვს ჯონ ვილკინსონის არეკნით დარტყმები. სასწაული იყო პირდაპირ, მარტო იგებდა თამაშებს, არეკნით ურტყამდა და ჯარიმებიც ყველა მას გაჰქონდა!
aburjga
08 სექტემბერი 2019 12:53
1
დააბრუნეთ პალიკო და დაარტყამს ხოლმე ან ურჯუკაშვილი თორე მაგათ მეტი არავინ მინახავს რო ეცადა მაინც :))))
1111
08 სექტემბერი 2019 15:06
0
მომდევნო თამაშზე შოტლანდიელებთან რამე კაი შოტლანდიური საქეიფო სიმღერა გვიმღერონ და ბანკეზე საქართველოს ახალი ჰიმნი მოასმენინონ ქართველ სტუმრებს,,არაა ურიგო წამოწყება კარგ ტრადიციას ჩაუქარეთ საფუძველი,ესენი რომ ჩამოვლენ საქაღთველოში ოფიციალურად სამაი ვაცეკვოთ და ბანკეტზე კი მათი ეროვნული ჰიმნი მოვასმენინოთ....
niko
08 სექტემბერი 2019 11:29
5
ბოდიში გაიკეთეთ უკან ,კილტის ქვეშ.
status quo
08 სექტემბერი 2019 22:12
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული