რაგბი

ეროვნული ნაკრები

შოტლანდიელთა პრესსპიკერი: ქართველებს ბოდიში მოვუხადეთ და მათი ჰიმნი მატჩის შემდეგ დავუკარით

AutoSharing Option
შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის ედინბურგში გამართული შეხვედრის დაწყებამდე შოტლანდიელებმა საქართველოს სახელმწიფოს ძველი ჰიმნი დაუკრეს.

მორაგბეთა გაკვირვებისა და გულშემატკივართა უკმაყოფილების გარდა, აღნიშნულ შემთხვევას ოფიციალური პირების მხრიდანაც მოჰყვა გამოხმაურება. საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დიდ ბრიტანეთში, თამარ ბერუჩაშვილმა საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე დაწერა:

"ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო საქართველოს ძველი ჰიმნის მოსმენა. საქართველოს საელჩო მზად არის შემდეგ ჯერზე მარიფილდის სტადიონს ქვეყნის თანამედროვე ჰიმნი მიაწოდოს."

ამ განცხადებას არც შოტლანდიურმა პასუხმა დააყოვნა და შოტლანდიის რაგბის კავშირის პრესსპიკერმა გააკეთა კომენტარი.

"ეს შემთხვევა ორ კავშირს შორის კომუნიკაციის პრობლემის
შედეგი იყო და ჩვენ დაუყოვნებლივ მოვუხადეთ ბოდიში ქართულ დელეგაციას. ჩვენი პატივისცემის გამოსახატად საქართველოს სახელმწიფოს თანამედროვე ჰიმნი მატჩის შემდგომ მიღებაზე დავუკარით.

შოტლანდიელებს საქართველოს რაგბის კავშირთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ისინი მადლობელები დარჩნენ ჩვენი საპატიო პასუხის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი თავაზიანობა აქამდე არავის გამოუჩენია."

მომზადებულია thescottishsun-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ