რაგბი

ეროვნული ნაკრები

ბექა გორგაძე: ორი ლელოს გატანა კარგია - იმედია, მომავალში მეტს გავიტანთ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის პირველ მატჩში უელსთან 14:43 წაგების შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსანმა" ბექა გორგაძემ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ქულა გავუშვით და მეტოქეს ვეღარ დავეწიეთ. შედეგით უკმაყოფილო ვარ. ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.

პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში ვთქვით, რომ დასაკარგი აღარაფერი გვქონდა და შესვენების შემდეგ მოედანზე ყველაფერი დავდეთ. ძალიან კარგია, ორი ლელოს გატანა რომ მოვახერხეთ და იმედია, მომავალში უფრო მეტს გავიტანთ", - ციტირებს გორგაძეს საქართველოს რაგბის კავშირის საიტი.