ურუგვაელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩიც მსოფლიოს შოკში ჩასაგდებ შეხვედრებში შეგვყავს

AutoSharing Option
ურუგვაის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესტებან მენესესი ადგილობრივ გამოცემა El Observador-თან მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს.

"საქართველოსთან მატჩიც მსოფლიოს შოკში ჩასაგდებ შეხვედრებში შეგვყავს და იმის გაკეთებას ვაპირებთ, რაც მიზნად დავისახეთ. ფიჯისთან გამარჯვება სწორედ ასეთი შოკი იყო და ამასთანავე, დიდი მხიარულება.

ამ ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რადგან შეუძლებელია მსგავსმა მოგებამ თვითრწმენაზე დადებითად არ იმოქმედოს. ფიჯისთან გამარჯვება გზას გაგვინათებს.

საქართველოს წინააღმდეგ თამაშისას უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში განვლილი მოსამზადებელი პროცესი დაგვეხმარება. წინ რთული 80 წუთი გველოდება. სწორედ ეს 80 წუთი გვაქვს დარჩენილი 2023
წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად მოხვედრამდე. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და ამისთვის მომზადებულებიც ვართ", - განაცხადა 47 წლის მენესესმა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თვითონაც უწყოდა, რომ ვერ გაუძლებდნენ, მაგრამ ხომ არ იტყოდა, წავაგებთო? ლოგიკურია, რომ ამხელა გამოცდილების მქონე გუნდს ვერ მოუგებდნენ, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ ყურადღების მოდუნება მათთან არ შეიძლებოდა
: )))))))
13:50 29-09-2019
0
საერთოდ წინასწარ ვინც ასე ბაქიბუქობს, ყოველთვის ცუდად უმთავრდებათ თამაშები. ასეა.
ლაშა
12:59 29-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული