მერაბ შარიქაძე: ბოდიში, რომ ვერ გაგახარეთ...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ მოედანზევე მსოფლიო რაგბის ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა... რა შანსებიც გვქონდა, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ, ქულები ვერ მოვაგროვეთ. ფიჯელებმა კარგად ითამაშეს... ძალიან სამწუხარო შედეგი მივიღეთ.

ჩვენ ვალდებულების გრძნობა და თავდადება არ გვაკლია, თუმცა თავდადება ყოველთვის საკმარისი არაა. ქულების გარეშე ეს თავდადება ფუჭია, მოგებისათვის ქულები გვჭირდება.

ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს გულშემატკივრებს. ვიცით, თუ რა მნიშვნელობაც ჰქონდა მათთვის ამ შეხვედრას. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით."

საქართველოს ნაკრებს
მსოფლიო თასზე კიდევ 1 თამაში დარჩა ავსტრალიის ნაკრებთან. აღნიშნული მატჩი 11 ოქტომბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 48 /
"ზარმაცა", ტროპიკული ტყის ზანტი ბინადარი - ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის. ყველაზე დაუცველი ამ დროს არის - მიწაზე შეიძლება მტაცებელმა ტუალეტამდე მიუსწროს და გადასანსლოს, მაგრამ მაინც ვერ ჩქარობს საბრალო - არ შეუძლია და რა ქნას?

ასეა ჩვენი რაგბის საქმეც - მტაცებელიც რომ გამოეკიდოს მაინც ვერ უჩქარებენ ფეხს - თუნდაც გადასანსლონ - არ შეუძლიათ და რა ქნან?

ფიჯომაც მოგვისრო და გადაგვსანსლა
იდალგო
08:59 04-10-2019
1
აგვიხსენით ერთი რა კრიტერიუმით ნაკრების კაპიტანი ეს, ამდენი ლომკაცი დევკაცები გორგოძე დაბრუნდა აგერ და ისევ ეს არის კაპიტანი მაინც? რით არის სხვებზე დიდი ვის რა უნდა გაუძღვეს ამან, და საერთოდ ამას რაიმე ემოცია ან თავმოყვარეობა ააქვს?
Stfu_
02:38 04-10-2019
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული