მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
მეგობრებო, თუ ამ მოსაზრებაში მეთანხმებით. დამილაიქეთ!( იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს!): მხოლოდ, შერკინების და ძალისმიერი თამაშის იმედად ყოფნა, უკვე ძალიან ძველი სკოლაა(1970-იანი წლების და ვხედავთ ყოველთვის არ ამართლებს)! ამას, ძირითად იარაღად იყენებენ დაბალი ეშელონის გუნდები. თუ გვინდა ქართული რაბი განვითარდეს, მთელი ძალისხმევა უნდა გადაიტანონ ხელის ტექნიკის და სისწრაფეების გამომუშავებაზე! ეს ამოცანა უნდა გახდეს მთავარი, როგორც ახალი მწვრთნელისთვის, ისე ბავშვთა რაგბიში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი თამაში ეწინააღმდეგება, რაგბის განვითარებას და უკანდახევა გარდაუვალია! ბავშვთა რაგბიში უნდა შეირჩეს მოზარდები სწრაფი აზროვნების და კოორდინაციის მიხედვითაც! მადლობა!
daTo
03 ოქტომბერი 2019 16:19
0
რა სახეობის სპორტსმენები თამაშობდნენ ქართულ გუნდში ვერ გამოიცნობდი. თამაში თუ გეზარებათ ხალხს რაღაზე უხეთქავთ გულებს. რომ ჩამოხვალთ მოიკითხეთ რამდენ დასჭირდა ექიმი...........
??????
03 ოქტომბერი 2019 16:13
3
ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის.მთელი პასუხისმგებლობა მწვრთნელებისაა.კაცმა შემეადგენლობა ვერ დააყენა.ჩილაჩავას და აფრასიძის ძირითადში არ დაყენება იქნებოდა?ან მეორე ტაიმის დასაწყისშივე მაინც შემოეყვანა.ან მჭედლიძე რატომ არ შემოუშვა,ან ბეგაძე?ყოვლად გაუმართლებელი და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებეი იყო ,რამაც გადამწყვეტი გავლენა იქონია თამაშზე და ბიჭების მარტო თავგანწირვა საკმარისი არ გამოდგა.
giga
03 ოქტომბერი 2019 16:09
8
უკაცრავად და მოთამაშეები ფიჯის ნაკრების დონის არიან? იქნებ ჯობიან კიდეც.
თამაში ბავშობიდან უნდა ისწავლო, ნაკრებში კი არ უნდა ცდილობდე საბაზისო უნარ-ჩვევების სწავლას
არისტო
03 ოქტომბერი 2019 16:22
1
ბეგაძე აფრასიძე და ლობჟანიძე ერთად როგორ წარმოგიდგენია? რაგბი იცი რა სპორტია საერთოდ?
gia
03 ოქტომბერი 2019 16:19
12
ბარდაგია გუნდში, დისციპლინა რა არის არავინ აზრზე არ არის. ფეხბურთელებს გაასწრეს უპასუხისმგებლობით. ამას ველოდით ოთხი წელი, ელვისებურად უკან მივდივართ, ძაქები უკეთ ითამაშებდნენ, გული ძალიან მტკივა, ის ვაჟკაცური წაგებაც დავკარგეთ საუბედუროდ...........................................
ირა
03 ოქტომბერი 2019 16:06
11
კარგი რა მელიტონ... პირველ ტაიმში გამოჩნდა შერკინების პრობლემა,ხოდა გამოგეცვალა თუ ვინმეს ფეხი სტკიოდა. შერკინებაში და მოლში ასე რამ დაგვაკნინა??? ჩემი აზრია, რომ არც შემადგენლობა იყო ოპტიმალური, არც ცვლილებები განხორციელდა დროულად და არც ტაქტიკურად ვითამაშეთ სწორად. გაუგებარია ბურთის ამდენი უაზროდ გადაკიდება და მოწინააღმდეგისთის ჩაბარება, თან ვისთან... როგორ შეიძლება რუმინეთს, რუსეთს, შოტლანდიას, უელსს, ურუგვაის და ფიჯის, ანუ ყველას, ერთი და იგივე ტაქტიკით ეთამაშო??? უელსმა პირველ ტაიმში დაგვიმთავრა, ფიჯიმ კიდევ პირველ ტაიმში მარტივად წაგვიკითხა.
ლადო
03 ოქტომბერი 2019 16:03
1
მელიტონ უკვე შეგიძლია წამოწვე და დატკბე იაპონური წესრიგით და საკეთი..

ნუღარ დაგვცინი და ავსტრალიასაც აუგად ნუ მოიხსენიებ,არ გაბრაზდნენ და ისე არ გაგინადგურონ გაწვრთნილი გუნდი რომ რაგბის ტელევიზორით ყურებაზეც კი უარი გათქმევინონ
ვოვა
03 ოქტომბერი 2019 16:02
3
ამ ჩემპიონატს რომ უყურებ, ვხდები რომ რაგბი მაინც და მაინც ჩვენი თამაში არ არის.
თემო მ.
03 ოქტომბერი 2019 16:01
23
კაი კაცო, და მაინც და მაინც?
იდალგო
03 ოქტომბერი 2019 16:05
13
ადრე თუ ვერ თამაშობდა კაცი ან გუნდი არ იკარებდა ახლოს ან თვითონ ვერ ბედავდა კაცი თამაშს, ეხლა ყველაფერი მოშლილია. ძირითადი არასწორადაა დაყენებული. ჩვენს ფეხბურთელებს გაასწარით უკვე. სამარცხვინოა ძალიან, წაგებული კაცის სულით ძნელია იარო, დავითრგუნე მაგრად, ცოტა ნამუსმაც უმტუნათ.............
ოდესღაც ესე იყო........
03 ოქტომბერი 2019 15:59
12
სულ ვერ მოიგებ მაგრამ ასე წაგებაც არ შეიძლება.. ჩემი აზრით კი საეჭვოდ წააგო ფიჯიმ ურუგვაისთან და მოიგო საქართველოსთან.. ვფიქრობ იფსონავეს
ოკ
03 ოქტომბერი 2019 15:58
11
ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ. დღევანდელი წაგება უხარისხო მოედანმა და მსაჯის მიკერძოებული გადაწყვეტილებებმა განაპირობა. სწრაფი თამაშის შესაძლებლობა წაგვერთვა, რაც ჩვენი უპირატესობა უნდა ყოფილიყო. შერკინებაში რომ წავაგებდით, ისედაც ცხადი იყო!!! რაც შეეხება ვოლაბებთან თამაშს, უნდა მოვუგოთ აუცილებლად, სისწრაფეში და მოლში, ასევე შერკინებაში!!!
რომანა
03 ოქტომბერი 2019 15:57
41
არეკნი გამოგრჩა, მაGაშიც უნდა მოვუგოთ
შალვა
03 ოქტომბერი 2019 16:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული