მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
ბეგემოტი უფრო სწრაფად დარბის ვიდრე ეგენი და რისი იმედი გაქვს. ესეთი მოუქნელი გუნდი ალბათ გალაქტიკაში არ არის. დავიწვი სირცხვილით, ძალიან იმოქმედა,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
დათო
03 ოქტომბერი 2019 15:54
6
ზარმაცა, ტროპიკული ტყის ეს ბინადარი - ზარმაცა ხიდან ძალზე იშვიათად ჩამოდის, მხოლოდ ტუალეტისთვის ჩამოდის და ამ დროს ის უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე ჩვენი რაგბისტები (რომ მტაცებელმა არ შესასნსლოს).

იდალგო
03 ოქტომბერი 2019 16:48
9
როგორც, რომ: გულს ნუ გაიტეხ, სოფელი დიდია... და მისთანანი.
იდალგო
03 ოქტომბერი 2019 15:51
1
მათიაშვილს თუ ათამაშებ უნდა ათამაშო 10 ნომერზე მისი ფრთაზე გაყვანა დაუშვებელია სუსტი მბოჭავია დღეს ხმალაძის ადგილზე რო მათიაშვილი ყოფილიყო და ბოლოს თედო შემოსულიყო შეცვლაზე 10 ნომერზე ვფიქრობ უკეთეს შედეგს ვანახებდით ლობჟანიძეს კიდევ არაფერი ესაქმება ნაკრებში ტიპი ფეხბურთელია თუ რაგბისტი ვერ გაურკვევია ჩარჩა წარსულში ბეგაძე უკეთესად შებოჭავდა და უკეთესადაც გაანაწილებდა ბურთს აფრასიძეზე აღარაფერს ვამბობ ბევრად ჯობს ვასკას და მეორეც როცა ოთია გიორგაძე წინა თამაშის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს რატომ უნდა მოიაზრებდე მარქაფის მორაგბედ? ან ლომიძე არ ჯობდა ნემსაძის მაგივრად ყოფილიყო ან მჭედლიძე რავიცი ჩემი აზრით ვინც დავბერდით გავიწიოთ აწი მადლობა მაგრამ დღეს რაგბს სხვა სისწრაფეები სჭირდება მათი გარემარბები გაცილებით მძიმე წონიანები არიან ჩვენი ფრთის მოთამაშეებზე მაგრამ ბევრად სწრაფად დარბიან 40 კილოთი მეტი წონის გარემარბი რადრადრა რატომ უნდა იყოს უფრო სწრაფი ფეხების ვიდრე დაუშვათ თოდუა რომელიც მასზე 50 კილოთი მსუბუქია
გოგა
03 ოქტომბერი 2019 15:50
2
ახლა კი კრეჭავს მილტონ ჰეიგი.ავსტრალია ურუგვაის ბონუსით მოუგებს აუცილებლად და მიუწვდომელი გაგვიხდება.ამის გარეშეც,ბონუსით მოგების იმედი აქვს ავსტრალიასთან?ამ შეტევით და თანაც ავსტრალიასთან?ალბათ რაღაც საშინელებას უნდა ველოდოთ?ამდენი წელია,მასზე აუგი არ მითქვამს,მაგრამ ამ ჩემპიონატზე მისი ინტერვიუები,რაღაც ნამეტანი რეალობისაგან მოწყვეტილია და უკვე წასული კაცის არასერიოზულობაში გადავიდა.ნაკრებიც შეიძლება ამიტომაა ასე დემპრალიზირებული.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 15:45
3
მართალი ხარ,იდალგო.გამწარებული ვარ ძალიან და და ცხრილის გარჩევის თავი აღარ მქონდა.თუმცა ამ თამაშით და ასეთი მარცხის შემდეგ,ავსტრალიასთან გამარჯვებაც უტოპია მგონია.ნამეტანი ძლიერები არიან ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც,თან გამარჯვებაც სჭირდებათ და ასე მგონია,ფიჯისაც შეუძლია უელსთან ქულის აღებაც.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 16:45
0
მილტონმა ადრეც მოიქნია ასეთი სისულელეები. ზოგადად თავის დაცვის ხერხები ახასიათებს, მაგრამ ეხლა ისე მოუვიდა, ბრმას თვალები არ ჰქონდა და წამწამებს დარდობდაო. გუნდმა ფიჯის ერთი ტაიმიც ვერ გაუძლო და ავსტრალიასთან რა უნდა გაახეროს? ისე კლოდ სოფელსაც წასვლის დრო რომ დაუდგა, მილტონივით აურია. ეხლა უკვე მომავალ არჩევნებს და მწვრთნელს თუ დაველოდებით, თორემ დანარჩენი წარსულის საქმეა
: )))))))
03 ოქტომბერი 2019 16:27
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული