მილტონ ჰეიგი: თუ ეს გვინდა... ავსტრალიასთან უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:45) განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ ტაიმში საკმაოდ თანაბარი თამაში იყო. როგორც მატჩის წინ ვთქვი, როცა ფიჯის შენს ზურგს უკან გაუშვებ და პასების გაკეთების საშუალებას მისცემ, მათ წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან რთული ხდება.

ხაზის გაჭრისას ყოველთვის ჰყავდათ დამხმარე მოთამაშე ახლოს, ისე, როგორც შვიდკაცაში ხდება. კარგად ვიცოდით, რასაც გააკეთებდნენ და სანამ თავს კარგად ვიცავდით პირველ ტაიმში, ყველაფერი ნორმალურად იყო. ხოლო მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთის განმავლობაში კი ამის გაკეთება საკმარისად კარგად ვეღარ
შევძელით.

რომ მცოდნოდა, შერკინებაში ამდენჯერ დავჯარიმდებოდით, გამოვასწორებდით ამ საკითხს. შერკინება ბნელი ხელოვნებაა, მხოლოდ მისმა მონაწილეებმა იციან, რა ხდება და გრემ როუნთრის უნდა ვესაუბრო და გავარჩიოთ, რა მოხდა.

ერთ-ერთი ჩვენი მორკინალი ვერ ახერხებდა წინ წასვლას. ექიმების მიხედვით, მას ფეხის ტრავმა აქვს და ყველაფერი უნდა ვნახოთ და ავსტრალიასთან შეხვედრაში გამოვასწოროთ პრობლემა.

პირველ ტაიმში ფიჯელი მორაგბის მაღალმა ბოჭვამ თოდუაზე ყველაფერი შეცვალა. პირველ ნახევარში ეს მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ის ფიჯელი ბოლო მცველი გახლდათ. შეგვეძლო 5 ან 7 ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა არ ვთვლი, რომ შეხვედრაზე ამ ეპიზოდმა რაიმე ზეგავლენა მოახდინა. ჩვენ 1 ლელო დავდეთ, მათ - 7, ასე რომ...

ავსტრალიასთან თამაშს რაც შეეხება, თუ ავტომატურად გვინდა მსოფლიო თასზე მოხვედრა, ეს თამაში უნდა მოვიგოთ. ბიჭებს გასახდელში ვუთხარი, დიახ, ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ და გვჭირდება კიდეც ეს, რადგან ეს არ იყო ის შეხვედრა, რაც საქართველოში მყოფი ჩვენი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვისა და გულშემატკივრებისთვის უნდა გვეთამაშა. თუმცა, რეალობა ის არის, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ვერ გავაკეთეთ; მნიშვნელოვანია ის, რა უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ წინ 8 დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ დღეს უნდა ვიყოთ იმედგაცრუებულები, თუმცა ხვალ კი დავუბრუნდეთ სამუშაოს, ვნახოთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ისე შევუტიოთ ავსტრალიას.

ვერ ვიტყვი, რომ მომზადებისათვის 3 დღე ცოტა იყო. როცა ასეთ ტურნირზე მოდიხარ, მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გაცილებით ადრე იწყებ მზადებას. კარგად ვიცნობდით მათ მოთამაშეებს, ვეთამაშეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. ასე რომ, გეგმის მომზადება პრობლემა არაა, მთავარი მისი განხორციელება გახლავთ.

ვისაუბრე კიდეც, რომ ურუგვაისთან წაგებამ ფიჯელებს მოტივაცია შემატა. თუმცა, არა მგონია, პირველი ტაიმის შემდეგაც ამ მოტივაციას ემუშავა. მეორე ნახევარში კრიტიკული შეცდომები დავუშვით, რაც მათი ქულებით დასრულდა. გახსნილ თამაშში ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან და ლელოების დადებაც არ უჭირთ".

მკითხველის კომენტარები / 76 /
მეგობრებო, თუ ამ მოსაზრებაში მეთანხმებით. დამილაიქეთ!( იქნებ ვინმემ გაითვალისწინოს!): მხოლოდ, შერკინების და ძალისმიერი თამაშის იმედად ყოფნა, უკვე ძალიან ძველი სკოლაა(1970-იანი წლების და ვხედავთ ყოველთვის არ ამართლებს)! ამას, ძირითად იარაღად იყენებენ დაბალი ეშელონის გუნდები. თუ გვინდა ქართული რაბი განვითარდეს, მთელი ძალისხმევა უნდა გადაიტანონ ხელის ტექნიკის და სისწრაფეების გამომუშავებაზე! ეს ამოცანა უნდა გახდეს მთავარი, როგორც ახალი მწვრთნელისთვის, ისე ბავშვთა რაგბიში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი თამაში ეწინააღმდეგება, რაგბის განვითარებას და უკანდახევა გარდაუვალია! ბავშვთა რაგბიში უნდა შეირჩეს მოზარდები სწრაფი აზროვნების და კოორდინაციის მიხედვითაც! მადლობა!
daTo
16:19 03-10-2019
0
სვანიძეც და ჰეიგიც უნდა წავიდნენ, ნუ ჰეიგი უკე მიდის. თუ უკეთეს პირს ვერ იპოვიან ფედერაცია ისევ ნიჟარაძეს ჩააბარონ, მაგ კაცმა დააყენა ქართული რაგბი ფეხზე და კიდევ ბევრ კარგს მოუტანს ჩემპიონატსაც და ნაკრებსაც.
სვანიძე და ჰეიგი OUT
22:45 03-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული