ჰეიგმა შემადგენლობა ბოლოჯერ დაასახელა - "ბორჯღალოსნების" განაცხადი ავსტრალიასთან მატჩისთვის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე, ავსტრალიის ნაკრებს შიზუოკაში ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ "ვოლაბები" ერთადერთია ტიერ1-ის გუნდებიდან, რომლის წინააღმდეგაც აქამდე არასდროს გვითამაშია.

ბოლო მატჩი ჰეიგის თავკაცობით

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბოლოჯერ ითამაშებს მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, ახალზელანდიელმა ბოლოჯერ დაასახელა გუნდის შემადგენლობა. მან 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა, სულ კი 23-კაციან რაზმში ოთხი ცვლილებაა.

სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები როტაციის პრინციპით მოხდა. 9 ნომრად
თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ მარქაფაში გადაინაცვლა. სხვა მხრივ, ხაზი უცვლელი დარჩა. მგეზავი კვლავ გამოცდილი ლაშა ხმალაძეა, ცენტრში მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდნენ, ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე სანდრო თოდუა და გიორგი კვესელაძე ითამაშებენ.

წინა მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი და მეორე ხაზი. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი, ხოლო მეორეში გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ნემსაძისთვის ეს ბოლო ოფიციალური თამაშია მის კარიერაში. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა მამუკა გორგოძემ და შერკინების შემკვრელმა ბექა გორგაძემ, ხოლო მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა, სკამზე კი გიორგი თხილაიშვილმა გადაინაცვლა.

ორი ცვლილებაა მარქაფაშიც. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, ავსტრალიასთან თამაშში გიორგი მელიქიძე ჩაერთვება, ხოლო მირიან მოდებაძის ნაცვლად, ხაზში თამაზ მჭედლიძეს ვიხილავთ.

2019 წლის მსოფლიო თასი. D ჯგუფი. 11 ოქტომბერი. შიზუოკა
საქართველო - ავსტრალია (14:15 საქ. დრ.)

ხაზი | ბექები
15. იოსებ მათიაშვილი, 14. გიორგი კვესელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება | ფორვარდები
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

16. ჯაბა ბრეგვაძე, 17 გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
გამხნევება სჭირდებათ ჩვენს ბიჭებს კიდევ კარგათ თამაშობენ მილტონ ჰეიგის და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელში ყველა მოწინააღმდეგესთან ერთი და იგივე ტაქტიკით თამაშმა მიგვიყვანა ზუსტად ამ შედეგებამდე !!!!! იმედს ვიქონიებ ფედერაცია ყურადღებით გაითვალისწინებს დაშვებულ შეცდომებს!!!!!



ქომაგი
10 ოქტომბერი 2019 02:39
3
მათიაშვილის ადგილი არის 10 ნომერზ3 აბჟანდაძის ადგილად და ამ შ3მთხვ3ვაში ხვალინდელ თამაშში ხმალაძის მაგივრად ათზე უნდა იდგეს გახსოვთ რამდენჯერ ჭრიდა ხაზს და როგორ თამაშობდა ფეხით რა მფრინავი ლელოები დადო გინდა კანადასთან და გინდა სხვა მატჩებში დიახ სწორედ მაშინ 10 ნომერზე იდგა არაა გარემარბობა მისი სტილი და რით ვერ გაიგო ჰეიგმა
გოგა
10 ოქტომბერი 2019 00:29
5
მიდის ამის მერე ჰეიგი და ჩეენაცვლე ....
ქომაგს
10 ოქტომბერი 2019 09:17
3
უცხოელების კომენტარებს ვკითხულობდი, 15 ნომერი ელამი ხომ არ გყავთო ღადაობდნენ, რა მათიაშვილი რის ლობჟანიძე, არ ვიცი ვის უნდა პრეზიდენტობა და რა ხდება კულისებში, მაგრამ ნიჟარაძე შენზე უფრო ჩასვრილი პრეზიდენტი არ მეგულება, ძალით დაშალა ნაკრები ამ ჩ
შაკო
09 ოქტომბერი 2019 23:41
3
ნიჟარაძე რა შუაშია წლებია უკვე აღარაა პრეზიდენტი.... სად ბანაობს ზოგი ტოო.
Piper
10 ოქტომბერი 2019 06:24
0
აბჟანდაძეს თუ ტრამვა აქვს, რატომ არ ვიცით ამის შესახებ?
Geo_Dinamo
09 ოქტომბერი 2019 22:28
0
წინასწარ წაგებულ თამაშს სულ არ ითამაშო ჯობია, ასე რომ იმედი არის
ზვიადი
09 ოქტომბერი 2019 21:19
6
ვის დააყენებს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს
(ჯობდა 19 წლის მოზარდები გაეხარებინა "გამოცდილების მიღებით" მელიტონს, ისინიი იქნებ დაენდოთ ავსტრალიელებს)
მაინც ყველას დაკეპავენ ბრიტანელი კრიმინალების და კაციჭამია აბორიგენების შთამომავლები
ვოვა
09 ოქტომბერი 2019 19:41
12
ოე რაგბის მცოდნეებო მათიაშვილი რო არ დააყენოს 15-ზე ვი გვყავს აბა?? ჩილაჩავას მიკრო ტრამვა აქვს, გორგოძე დაბერდა მარა ცუცქირიძე ვერ წავიდა ტრამვის გამო, აბჟანდაძე მაგარი ბიჭია მარა ჯერ ფიზიკა არ აქვს მსოფლიოსთვის და ენის ტყაჭუნს მოეშვით ზამენა კი არა ძირითადს ვერ ვავსებთ ყველა ნომერზე - ასე რო რასაც აკეთებენ ბიჭები ეგეც მაგარია
Burdzgla
09 ოქტომბერი 2019 17:40
24
პასუხი გავეცი ამ კაცს და რატომ არ აქვეყნებთ
ratom ar gamoaqveynet
10 ოქტომბერი 2019 14:42
0
რა გააწყალეთ საქმე მათიაშვილის კრიტიკით. შეცდომები კი ჰქონდა, მაგრამ ასეთი კრიტიკის მასშტაბურ ტალღას ნამდვილად არ იმსახურებს. ჰქონდა კარგი ეპიზოდებიც. არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ამდენი ლაპარაკით ნუ შეაძულებთ კაცს ნაკრებში თამაშს. რა მიდგომაა რა არის, რაგბი კი არა ცხოვრება არ გესმით აქ უმრავლესობას.
ვაჟა
09 ოქტომბერი 2019 17:26
18
წაეყვანათ კვირიკაშვილი, 15-ზე ვინც დგას დღეს დღეისობით ყველას ჯობია ნაკრებში, მშვენიერ ფორმაშია და კარგ სეზონს ატარებს დიდ 10-ში.გამოცდილებით ახლოს ვერ მივა მათიაშვილი,
არაა ეს პოზიცია მაგ ბიჭის და დაანებეთ თავი.
გიორგი
10 ოქტომბერი 2019 10:42
0
თუ ჩემი ძმა ხარ რას მელაპარაკები, რომ როცა ადამიანს ყელში ამოადენ იმდენს აკრიტიკებ ეს ან მოთამაშეს ან ნაკრებს წაადგება? ზომიერებაა საჭირო და ცოტა ტვინის დატანება ეს ლაპარაკი რა შედეგს გამოიღებს. კარგი ხარ სოსოთქო არავინ არ უნდა უთხრას შეცდომების მერე,ცუდათ ითამაშე, მაგრამ მე შენს გვერდით ვარ - ესაა ჩემთვის გულსემატკივრობა
ვაჟა
09 ოქტომბერი 2019 20:28
0
ყველა გამოხმაურება
თუ მათიაშვილს შეცვლიან -შ ა ნ ს ი მოგებისაც კი იარსებებს!
გლახუნა
09 ოქტომბერი 2019 16:53
18
რატო დაადისლაიქეს ეს კომენტარი ვერ მივხვდი. პიროვნულად არავინ არავის ეხება, ეს ერთი. მეორე არის თამაშის ხარისხი და ამ კომპონენტში ვერცერთ თამაშში ვერ ისახელა სოსომ და ხომ შეიძლებოდა როტაცია გაეკეთებინა.
გიორგი
09 ოქტომბერი 2019 17:22
9
მათიაშვილი არსად დაგეკარგოთ ...ისეთ ბოჭვებს ,,აკეთებს,, ბოლო კრიზისოლ ფაზაში, რომ ...
გლახუნა
09 ოქტომბერი 2019 16:50
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული