"ბორჯღალოსნები" დაძაბულ ბრძოლაში ავსტრალიასთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებიან

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრა საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის ძალიან დაძაბულად დაიწყო.

ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.

ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ
დაუვარდათ.

23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.

ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.

35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.

ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნამუსიანად დამარცხდნენ (ტყუიოლად დახარჯული ენერგია გაუთავებელი შეცდომები ხელით თამაში შერკინებაში ძალიან ბავშვური იყო,აუტების დაკარგვა,,9 ნომერმაც თყუილუბრალოდ დაიზიანა თავი)
მაგრამ მწვრთნელი და ტაკტიკოსები გვხავდა 0
ვიმედოვნებ 4 წლის მერე ოდნავ მოუმატებენ
ვოვა
11 ოქტომბერი 2019 16:21
0
გული მიკვდება ამას, რომ ვწერ მაგრამ გული გასკდება რომ არ ვთქვა რასაც ვფიქრობ, ჩვენმა მორაგბეებმა სამწუხაროდ თამაშის წესები არ იციან და ეს აშკარად თვალში საცემია, მეორე- წინასწარ უთმობენ მოწინააღმდეგის დერეფანს, რადგან არც კი ხტებიან, უპრობლემოდ აბარებენ დერეფანში თავიანთ ბურთს მოწინააღმდეგეს, ეტყობა ზოგიერთს ,,წვერები'' უშლის ხელს მოწინააღმდეგისა და თავისიანის გარჩევაში. ისე თუ ყველაფარ ამას ფეხმარდ ჯანიან მორაგბეებსაც დაუმატებენ მაშინ ნამდვილად კარგი გუნდი გვეყოლება. მე ამისი მჯერა....
თემური
11 ოქტომბერი 2019 16:19
3
ლელო! საღოლ!

ურაკრიტიკოსებს სალამი.
ანდრი
11 ოქტომბერი 2019 16:03
4
ხოო, ტყუილად აკრიტიკებდნენ ავსტრალიას. მაინც მოიგო ბონუს ქულით
Aus
11 ოქტომბერი 2019 16:14
0
დაიწყო წაგებულ თამაშზე მადლობების მოხდა და გულზე მღიჯის ცემა უკვე?
RG
11 ოქტომბერი 2019 15:54
7
კორეიბებეტიმ დაგვაბრუნა რეალურ სამყაროში "გაგვიბავშვა" უკანა ხაზი :(
ვოვა
11 ოქტომბერი 2019 15:50
3
გვჩაგრით ხო ემიგრანტებს და არ გვაყურებინებთ არაუშავს დავბრუნდებით და მერე ყველა პასუხს აგებს
Lova
11 ოქტომბერი 2019 15:21
0
ავსტრალია ოდნავ შოკშია და ეს ოდნავ უნდა გამოვიყენოთ.
dato
11 ოქტომბერი 2019 15:19
0
წუნი არ გვაკლია. მაგალითად აფრასიძე 38-ე წუთზე დგას უყურებს როგორ იბოჭება ავსტრალიელი და არ იძვრის ბურთის წასართმევად ან საცდელად, მაგრამ მძიმე ტაიმია და საღოლ ჩვენები ყველა. ის ლელოც რაღაც ფრანციცული "დაიდო".

მაგრამ ვინც ამ ბიჭებს ამ თამაშის ან წინა თამაშების წუნის გამო ცუდად მოიხსენიებს იმას არ აცდა ცხოვრების იდაყვი. იმედია მეორე ტაიმსაც გაძლებენ ჩვენები, რაც მთავარია ამდენმა მარცხმა და ლანძღვანარევმა კრიტიკამ არ გატეხოს ჩვენები სამომავლოდ. ამდენი მარცხი და ქომაგი ცუნამია ნეგატივის ახალგაზრდებისთვის, გამოცდილი თაობაც წავა და მარტო რჩებიან ამხელა წნეხის ქვეშ. ამიტომ საღოლ ბიჭებო გაუძელით მიაწექით და შეუტიეთ კიდეც თქვენი ჯიშის ჭირიმე.
ანდრი
11 ოქტომბერი 2019 15:19
1
ბოლომდე ბიჭებო ბოლომდე როგორც იქნა სინქრონში ვთამაშობთ ბექები და შერკინება ყველანაირი ნერვიულობის გარეშე ჩვენი თამაშით დამღლელია ძალიან დაცვაში ყოფნა სულ მაგრამ თუ წავაქციეთ ავსტრალია მერე ნახეთ რამდენი დაიბოღმება :))))
1111
11 ოქტომბერი 2019 15:10
1
ყოჩაღ, ცდილობენ თავის თავს გადაახტნენ. იგივე მობილიზაცია ფიჯისთან თუნდაც მეორე ტაიმი უკეთეს შედეგს მოგვიტანდა.
ჯიგრები
11 ოქტომბერი 2019 15:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული