საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად საფრანგეთს შეხვდება

AutoSharing Option
2020 წლის 7 ნოემბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებთან მეორე ტესტ-მატჩს გამართავენ, პირველს მსოფლიო თასს მიღმა.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების პირველი შეხვედრა 2007 წლის მსოფლიო თასზე, 30 სექტემბერს მარსელში გაიმართა და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.

13 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნების უმეტესობისთვის კარგად ნაცნობ საფრანგეთს საერთაშორისო ტესტ-მატჩისთვის მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეწვევით და სენტ-ეტიენში ვეთამაშებით

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ამბობს, რომ შეთანხმება დაახლოებით იმ პერიოდში შედგა, რა დროსაც სამხრეთ აფრიკასთან ივნისის ტესტ-მატჩი დაიგეგმა:

"დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისში, გულშემატკივრებისთვის კიდევ რამდენიმე სიახლე გვექნება და
გვსურდა ყველა ამბავი ერთად მოგვეგროვებინა. საფრანგეთთან ნოემბრის ტესტ-მატჩი, დაახლოებით იმავე პერიოდში დაიგეგმა, რა პერიოდშიც სამხრეთ აფრიკას შევუთანხმდით, თუმცა დასაზუსტებელი იყო რიცხვი და სტადიონი. საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, იქ ჩასვლა ყველა ქვეყნიდან იოლია და ვფიქრობ, ბორჯღალოსნების თამაშის ხილვის შესაძლებლობა ბევრ ქომაგს ექნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გატესტავენ უმწვრთნელოდ რას ვიზავთ, იქნება სულ არ გვჭირდება....
ზაქრო
09 დეკემბერი 2019 18:55
0
მწვრთნელი მეორეხარისხოვანია, მთავარია საფრანგეთს ვეთამაშებით))
მთ
09 დეკემბერი 2019 10:44
0
მწვრთელის ამბავი თქვით თქვენ მწვრთნელის.
აქედან, თავიდან უნდა დაიწყოთ და არა ბოლოდან - საახალწლო სიურპრიზი ხომ არ არის?
იდალგო
09 დეკემბერი 2019 06:08
0
კარგია მაგრამ, მწვრთნელი გვყავს? "მელიტონას" მერე დანიშნეს ვინმე?
ზაქრო
08 დეკემბერი 2019 09:00
0

სიახლეები პოპულარული