რუმინეთთან მატჩამდე 23 დღით ადრე - "ბორჯღალოსნებს" ლევან მაისაშვილი ავარჯიშებს

AutoSharing Option
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

"ბორჯღალოსნების" 2020 წლის პირველ მატჩამდე 23 დღე დარჩა. ტრადიციულად, ჩვენი გუნდი წლის დასაწყისში რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება და ტიტულის მე-12-ედ მოპოვებას ეცდება.

5-თვიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" საკუთარი ქომაგის წინაშე პირველად პირველ თებერვალს, „დინამო არენაზე“ ითამაშებენ, მეტოქე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უმთავრესი კონკურენტი, რუმინეთის ნაკრებია.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნები" იანვრის ბოლოს შეიკრიბებიან და ნაკრების გაფართოებული შემადგენლობაც მაშინ გახდება ცნობილი. მანამდე, ტრადიციულად, საქართველოში მყოფი "ბორჯღალოსნები" და ნაკრების კანდიდატები კვირაში რამდენჯერმე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე იკრიბებიან და
ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ.

ისტორია და მონაგარი


რაგბი ევროპის 6-გუნდა ჩემპიონატი 2000 წლიდან იმართება. 2016 წლამდე მას ერთა თასი ეწოდებოდა, მას შემდეგ კი რაგბი ევროპის ჩემპიონატად გადაკეთდა. ტურნირმა რამდენჯერმე შეიცვალა ფორმატი. თავიდან გამარჯვებული ერთი წლის შედეგების მიხედვით ვლინდებოდა, მერე გამარჯვებულის გამოსავლენად ორი წლის ჯამი ითვლებოდა, 2010 წლიდან კი კვლავ ერთწლიან ციკლს დაუბრუნდა.

შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონი 17-ჯერ გამოვლინდა და აქედან 11-ჯერ მთავარი ჯილდო საქართველომ ჩაიბარა, 5-ჯერ - რუმინეთმა და ერთადერთხელ - პორტუგალიამ (2004 წელს). აღსანიშნავია, რომ ამ წელს ჩვენს გუნდს ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა.

2011 წლიდან "ბორჯღალოსნები" ტურნირის უმთავრეს ფავორიტად იქცა და 9 გათამაშებიდან 8 პირველ ადგილზე დაასრულა, აქედან 6-ჯერ ზედიზედ (2017 წელს ჩემპიონი რუმინეთი გახდა), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. განვლილ 20 წელიწადში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპაზე ზუსტად 100 მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან 83-ში გამარჯვება მოიპოვა, 4 კი ფრედ დაასრულა.

2013-17 წლებში "ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 23 შეხვედრა მოიგო, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჩვენი გუნდი ლიდერობს საკუთარ მოედანზე მიჯრით მოგებული მატჩების რაოდენობითაც. სერია 2009 წელს დაიწყო და დღემდე 29 მატჩს ითვლის.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 17 /
:)))))სხვისი გუნდი შეგშურდაოოო:))):))))რაგბიდან ძალიან შორს ხართ:))):)))რა უნდა შემშურდეს,ცხრილი ნახეთ:))):)))11:400 აქვთ ლელოების სხვაობა:)):))):)))
Gurilo
09 იანვარი 2020 19:50
0
qartveli-ს სახელი კარგი აგირჩევია, მაგრამ შენ ისეთივე მორაგბე ხარ, როგორც მე ხოკეისტი,თან მოსახვევებში ცოტა ნელა შედი,ძაან ნუ გაუტიე,და თუ მართალი არა ვარ ,ეგეც გამოჩნდება!
gurulo
09 იანვარი 2020 17:07
0
ფული და მისი ხაპვა იქით იყოს, მე ეგ არ ვიცი. მე ვიცი მწვრთელის კანდიდატურა 23 დღით ადრე, რომ იგივე ქართველია ვინც იყო აქამდე, და რომ უცხოელი ჯობდა.

თუ ქართველი გვინდოდა კილასონიას რას ვერჩით? რატომ არ გაკეთდა მასზე არჩევანი? იმიტომ თუ ამიტომ? და კონკრეტულად მაინც რატომ?

ყრილობა, პლენუმი და ცეკა მე არ ვიცი, მე ვიცი, რომ ამ გადაწყვეტიებით მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა (თვეები) და კიდევ დაიკარგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.

რატომ? რატომ და იმიტომ, ყველამ რომ კარგად ვიცით - იმიტომ!
იდალგო
09 იანვარი 2020 15:24
0
ზესტაფონის ,,არწივები,, თუ იცით, ნახეთ აბა ბალანსი, და თუ იცით ვინ არის მისი პატრონი,სვანაძის ძმა:)):)) რამდენი აქვთ ბიუჯეტი და სად მიდის თუ მიხვდებით:)):))) რაც შეეხება ჩემს ფავორიტს ნიჟარაძეა....
gurulo
09 იანვარი 2020 12:21
2
შეგშურდათ სხვისი გუნდი? გააკეთეთ თქვენც, არწივების ფინანსები ვინ გაჩვენათ? კარგად ვერ გინახავთ, ვინ დაგიქირავა ა "გურულო"? მაინც გაიშიფრე ხომ იცი?:):):):)
hahaha
09 იანვარი 2020 17:05
7
ნიჟარაძე არსად დაგეკარგოს, პირველი ამრევი და მშიშარა, თუ მართალი კაცი იყო სად გაიქცა არჩევნებიდან რომ მოიხსნა? რისი შეეშინდა?
gurulos
09 იანვარი 2020 17:02
8
მტკიცებულებები გინდათ,კი ბატონო გადახედეთ რეგიონალურ ლიგასა და ,ა, ლიგის თამაშებს,გუნდები რომ არ ვარჯიშობენ,მარტო თამაშის დროს რომ იკრიბებიან და უხელფასოდ თამაშობენ, აგებენ 120:0, 128:0, 153:5 და ამ გუნდებს რომ აფინანსებენ ის ფული სად მიდის? მაგისი გამორკვევის დროც მოვა....
gurulo
09 იანვარი 2020 11:19
1
კარგად გაარკვიე ფინანსები ამბავი და მერე წერე, აზრზე რომ არ ხარ.... ვერ დაითრიეთ ხომ ხმები და ახლა აღარ იცით რა დაწეროთ.... მაგ მოგება წაგებებზე მართალი დაწერე რაც ხდება თორემ გავარკვევთ ვინც ხარ და მორაგბეები გაგებინებთ მაგ ტყუილებზე პასუხს.
qartveli
09 იანვარი 2020 16:38
8
აყაყანდით არა? თქვენ ვის ინტერეს იცავთ ზემოთ "მპოსტავები"? მწვრთნელი არჩევნების მერე დაინიშნებაო ასე თქვეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა თუ ეს ინფო აღარ გაწყობთ? ისე "სიაფანდი სახელების" უკან რატომ იმალებით გამოჩნდით და ისე ილაპარაკეთ. არჩევნებამდე ვინ უცხოელი დათანხმდება მწვრთნელობას, გიფიქრიათ? ოღონდ ნეგატივი გადმოანთხიოთ და სხვა აღარაფერი გაინტერესებთ, ისე თქვენმა ფავორიტებმა თქვითონ თქვეს ჯობია ახალი მწვრთნელი არჩევნებამდე არ დაინიშოსო და თქვენ არ მოგწონთ და არ ეთანხმებით? თუ გევასებათ ლანძღვა და ტყუილის და ჭორების წერა? ისე თუ მასალები გაქვთ სვანიძის ფულის ჭამასთან დაკავშირებით პროკურატურას გადაუგზავნეთ ჯობია, თუ არადა ტყუილად ნუ ირჯებით. ისე ფულის ჭამა თქვენს ფავორიტებში მოიკითხეთ.
veteran moorage
09 იანვარი 2020 10:41
9
გადადგეს სვანაძე!!!!!!ეყო რაც ფული ხვეტა....
gurulo
09 იანვარი 2020 08:38
4
მტკიცებულებები დადე თუ არა და ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებე. პროვოკატორი ხარ ვიღაც და რომ გაგშიფრონ არ გეშინია პასუხს რომ მოგთხოვენ?
gurulos
09 იანვარი 2020 10:56
9
ჰეიგი ზედმეტად ძვირი უჯდებოდათ ეტყობა. ახლა მეტი მოუნდათ ჯიბეში და სავარაუდოდ მაგიტო აკეთებენ ასე. მაქსიმალურად გაწელავენ ნორმალური მწვრთნელის მოყვანას
თემო
09 იანვარი 2020 07:30
5
შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო,ეს ტიპი სერიოზული წნეხის ქვეს მოექცევა თუ ამ წნეხს გაუძლებს შედეგი იქნება , თუ არა და შეიძლება ჩაძიროს ჩვენი ატომური წყალქვეშა ნავი და თავიც დაკარგოს....
2020
08 იანვარი 2020 23:52
3
ხოო აბა გამოდით ვისაც წინა მწვრთნელი არ მოგწონდათ, არ შეესაბამება დონესო, უფრო მაღალი გვინდაო. ესაა?
ჯონდო
08 იანვარი 2020 22:17
5

სიახლეები პოპულარული