"ბორჯღალოსნების" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?! - ვინ არის სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი, 59 წლის სვის დე ბრუინი განიხილება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ "ლელოსთან" დაადასტურა.

მისი თქმით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი მაისიდან საქართველოს ნაკრებში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 იანვარს გაიმართება, სადაც ოფიციალურად კანდიდატურა ჯერჯერობით მხოლოდ გოჩა სვანიძემ წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობას ასევე აპირებენ ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.

რაც შეეხება სვის დე ბრუინს, მან სამწვრთნელო კარიერა "შარკის" აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი
"ვაილდბისთზის" მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შემდეგ ის "გრიქვაზს" წვრთნიდა.

2001 წელს დე ბრუინმა სამხრეთ აფრიკის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, 2004 წლიდან კი ისევ "შარქსში" დაბრუნდა, სადაც დაახლოებით 8 წელი გაატარა.

ამის შემდეგ მან "გოლდენ ლაიონსი" ჩაიბარა და პარალელურად, "ზე რაგბიში" მოთამაშე "ლაიონსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2016 წელს "ლაიონსი" "ზე რაგბის" ფინალში დამარცხდა, 2017-ში კი ამავე ტურნირის ფინალში "ქრუსეიდერზთან" წააგეს. 2018 წლიდან კი დე ბრუინი "ლაიონსის" მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, თუმცა "ზე რაგბის" ფინალში კვლავ "ქრუსეიდერზთან" დამარცხდა.

2019 წლის 18 ოქტომბრიდან დე ბრუინმა სამხრეთაფრიკულ "კინგზში" დაიწყო მუშაობა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებში კონსულტანტადაც დასაქმდა, თუმცა პირადი მიზეზების გამო დატოვა თანამდებობა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ირაკლი აბუსერიძეო?ეგ მართლა ბიძინას ჯიბის ბილიარდი რატომ უნდა აირჩიონ?ნიჟარაძეს ამ დამსახურებულ და სიტყვის კაცს ფედერაციას აღარ აკარებენ და უწიგნური ნაპარლამენტარი უნდა დაგვისვან კავშირში? რატომ?ერთი კობიაშვილმა ააყვავა ქართული ფეღბურთი და მეორე აბუსერიძე განავითარებს რაგბს.
9
ახალზელანდიური რაგბი ხომ დავძლიეთ, ლაფის ფჯის მოვუგეთ ეხლა სამხრეთაფრიკული რაგბი ავითვისოთ ეგებ აკუნა მატატა ჩავკბილოთ ჰეიგი ვერ შევინარჩუნეთ და....რაც ვართ ეგ ვართ სამასი ათასიანმა მოსახლეობით,კუნძულელებმა გვანახეს...
ჯიბის ბილიარდისტის დონეზე ვართ
12:00 16-01-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული