საქართველო VS რუმინეთი - როგორ დასრულდება "ბორჯღალოსნების" წლის პირველი დუელი?

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

დღეს პირველ თებერვალს "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნები" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან გამართავენ.

მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს. აღნიშნულ შეხვედრაში ასევე გათამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ნაკრებების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

"ტაქტიკური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ იქნება მარტივი მიზეზის გამო, რომ დრო ცოტა გვქონდა. ჩვენ შევეცდებით, შეტევასა და დაცვაში ხარისხი გავაუმჯობესოთ. ჩვენი თამაში უნდა შეიცავდეს უფრო მეტ საფრთხეს მეტოქისთვის, უნდა იყოს მრავალფეროვანი შეტევა, რათა
დავაბნიოთ მოწინააღმდეგე.

დრო გვჭირდება იმისათვის, რომ დავხვეწოთ ჩვენი თამაში.

პირველ რიგში, სელექციას მინდა შევეხო. ეს არის მოკლე ვადა, რა დროსაც, არა მგონია, ექსპერიმენტების ჩატარება სწორი იყოს. მე გავაკეთე არჩევანი
იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ლექსო ყაულაშვილს რამდენჯერმე შევთავაზეთ საქართველოს ნაკრებში თამაში და მან უარი თქვა. სამომავლოდ გადავხედავთ ამ საკითხს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მეტოქეებს, ფავორიტის როლში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა მეტოქე გეთამაშება მაქსიმალური მოტივაციით. ნებისმიერი გუნდი დასაფასებელია ამ ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთი ძალიან რთულ თამაშს შემოგვთავაზებს. ასევე, ესპანეთსაც კარგი გუნდი ჰყავს; რუსეთი შეეცდება, თავისი სიტყვა თქვას და პორტუგალიაც მაქსიმალურად შეეცდება, თავი კარგად წარმოაჩინოს. ყველა გუნდს თავისი ხელწერა აქვს, ჩვენი ამოცანა კი არის, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ.

რუმინეთი, ტრადიციულად, ძლიერია შერკინებით და მოლით. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, სადაც ამ კუთხით არ დავაფასეთ და სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. ეს ერთა თასის დათმობადაც დაგვიჯდა 2017 წელს. რაც შეეხება მეტოქის სუსტ მხარეებს, ამას ჩემთვის დავიტოვებ, ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ", - თქვა ლევან მაისაშვილმა.

რუმინეთის მთავარმა მწვრთნელმა "ბორჯღალოსნებთან" დაპირისპირებაზე უფრო მოკრძალებულად ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა. გვქონდა დრო, რომ მოთამაშეები შეთამაშებულიყვნენ. ვიმუშავეთ ტაქტიკასა და ტექნიკაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს არის მშენებარე რუმინეთის ნაკრები.

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელობისას, რასაც დავაკვირდი, საქართველოს უძლიერესი შერკინება ჰყავდა. ამავდროულად, რუმინეთს მაშინ კარგი გუნდი ჰყავდა. ორივე გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში შეინარჩუნეს ის სიძლიერე
და განვითარდნენ. ხვალ ველოდებით უფრო მობილურ შეტევას საქართველოსგან, ძლიერ შერკინებას და მობილურ მოლს", - თქვა ენდრი რობინსონმა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩისთვის ასე გამოიყურება:

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი)

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი)

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გააჩუმეთ ეს პომენტატორები გვაყურებინონ ყამაში არ უნდა თამაშისას ანალიზი შეცდომებისა და თუ ასეთი მაგრები არიან დაინიშნონ მწვრთნეკებად მიყვენ თამაშს არ გვინდა მათი უადგილო გაუთავებელი ლაპარაკი მაყურებელს ეცით პატივი ონლაინ წაიყვანონ თამაში აჯობებს
მონპელიე
18:38 01-02-2020
1
ამ ყაულაშვილს რა ჯანდაბა უნდა რატო არ ჩამოდის? ან რაგბისტები რას აკეთებენ ვერ ნახავენ თავის ენით დაელაპარაკონ... მასეთი ნახვეწარი მოთამაშე რა ჯანდაბად გვინდა
Patrioti
15:47 01-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული