"ბორჯღალოსნებმა" შემტევი რაგბით მეორე ტაიმში რუმინეთი გატეხა და გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 41:13 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაცად შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს შემტევ რაგბის დაჰპირდა.

დაჰპირდა და შეუტიეს კიდეც, მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტში თედო აბჟანდაძემ ბრწყინვალე რეიდი ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა.

ამას სტუმართა იერიში და საჯარიმოდან ფლორინ ვლაიკუს მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა.

ტრავმირებული გიორგი კვესელაძე მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.

21-ე წუთზე ვლაიკუმ ისევ ზუსტად შეასრულა საჯარიმო
და ვლახები წინ გაიჭრნენ.

საქართველოს ნაკრების თამაშში წუნი შეინიშნებოდა, ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს უპირატესობას დაეუფლნენ, აბჟანდაძემ საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმი 8:6 დასრულდა.

მეორე ნახევარი ჩვენმა გუნდმა პირველის მსგავსად კარგად დაიწყო და მირიან მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო აბჟანდაძემ მახვილი კუთხიდან გარდასახვა გააცუდა.


სამწუხაროდ, ვლაიკუმ მალე ლელო გაგვიტანა, გარდასახა კიდეც და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში მანვე საჯარიმო ვერ გამოიყენა.

აქედან მოყოლებული  "ბორჯღალოსნებმა" ინიციატივა ხელთ იგდო - ბექა გიგაშვილმა, ორჯერ დავით კაჭარავამ და გიორგი ჭყოიძემ შეტევები ლელოთი დააგვირგვინეს, აბჟანდაძემ გარდასახვები გამოიყენა და 41:13.


მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჭეიშვილი რატომ არ წაიყვანეთ მსოფლიოზე?
A
01 თებერვალი 2020 23:14
2
უკაცრავად, მაგრამ რაგბში აუტის მწვრთნელი არ არსებობს?
ბმბ
01 თებერვალი 2020 22:06
5
ნერვიული და მამა-პაპური პირველი 40 წუთი. სწრაფი, გადაწყვეტილებების სწორი და უცაბედი მიღება, შესანიშნავი ხედვა მოედნის და ახალგაზრდული, დინამიური თამაში. დიდი მადლობა, როგორც ძველებს, ისე ახლებს.
TanoLife
01 თებერვალი 2020 21:52
0
იდალგოს-კაი კაი მეგობარო ვაღიარებ რომ ჩემზე მდიდარი ფანტაზია გქონია))) დაწყნარდი
ბათუმის ფანი
01 თებერვალი 2020 20:57
1
ამ თამაშით რუმინეთის მსგავს გუნდებს კი ვუგებთ. ძალითაც ვაჯობეთ და კლასითაც.მაგრამ მსოფლიოზე სათამაშოდ ეს დონე არ გამოდგება.
გრიგოლ1408
01 თებერვალი 2020 20:41
11
მითუმეტეს ნახევარი გუნდი პენსიონერები) თოდუა,სუთიაშვილი,კაჭარავა და ა. შ. ...
Gio
02 თებერვალი 2020 00:39
4
შემომაქვს წინადადება-დედაქალაქს ერთი ხუთი წლით ჩამოერთვას რაგბსა და ფეხბურთში საეთაშორისო მატჩების მასპინძლობა,ეგებ ცოტათი მოენატრებათ სპორტის ეს სახეობები და აქტიურად დაიწყებენ სტადიონზე სიარულსა და ქომაგობას) თან მზესუმზირის ,,ლომკაც,,გაუქრებათ
ბათუმის ფანი
01 თებერვალი 2020 20:25
6
რუსებთან სპორტული თვალსაზრისით არაფერი ინტრიგა არაქვს და ივსება სტადიონი რუმინეთი ჩვენი კონკურენტი და თასიც თამშდება და ცარიალი იყო სტადიონი.რუსებთან უნდა შევსოს სტაფიონი ფეხბურთში კალადბურთში.როცა იქნებ ამის დრო.
Mosexoneli
02 თებერვალი 2020 12:40
0
6 ერის თითოეული გუნდი დედაქალაქში თამაშობს. ასეა ლამის ყველგან.
ყველაზე მეტი ხალხი თბილისში ცხოვრობს.
123
01 თებერვალი 2020 21:03
14
ყველა გამოხმაურება
არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას,მაგრამ ისე მომეწონა დღევანდელი ჩვენი ნაკრების თამაში,განსაკუთრებით მეორე ნახევარი{პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა ძალიან ბევრი წუნით ჩაატარა}რომ პირველი ნახევარის უსიამოვნებები საერთოდ დამავიწყდა,არც კი მახსენდება ჩვენმა ნაკრებმა ასეთი ცეცხლოვანი ტემპით,ბოლოს როდის ჩაატარა თამაში.
ბრაო!მომწონს,მიხარია და გილოცავთ.
ზასტაველი
01 თებერვალი 2020 20:19
1
ბოლოს ისევ რუმინეთს მოუგეთ ტემპით და ლამაზი თამაშით
lomu
02 თებერვალი 2020 02:27
0
კარგი იყო,განსაკუთრებით მეორე ტაიმი,გილოცავთ ყველას,მაგრამ ერთი უნდა ვთქვა ვასკა აგვიანებს ბურთის რაქიდან გამოტანას.
paata123
01 თებერვალი 2020 20:18
6
ჩემი აზრით ამ ევროპას მაისაშვილი მოიგებს და შანსი უნდა მიეცეს ბოლომდე რადგან მსოფლიოზე უცხოელი მწვრტნელის ხელში უკვე რეგრესიც დაგვეწყო ამიტომ ეხლა მივენდოთ ბოლომდე ქართველს მითუმეტეს ეს ბიჭები ნახევარზე მეტი მის ხელში გამოვლილი.
goga
01 თებერვალი 2020 20:07
10
გენაცვალეთ ბიჭებო ჰეიგის ნაჯაფარი გამოჩნდა ბოლო თხუთმეტი წუთის თამაში კლასის დონის მაჩვემებელია და კომწნტატორმა რო სთქვა სწორ გზას ვადგავართო ეგრეა ეხლა ჰეიგზე არანაკლებ ძლიერი მწვრთნელი გვჭირდება საწყენად არ....ისევ უცხოელი კომენტატორებს გეხვეწებიყ მიჰყევით ონლაინ რეპორტაჟდ პასაჯების გარეშე,სიმარყლე თვალებს არ უნდა გვწბავდეს,როცა გუნდი სუსტად თამაშობს და განვიცდით თქვენი მოსმენა თავადობაზე ბარონობაზე გვიათმაგებს ნერვიულობას, ვიცით რომ პროფესიონალები ხართ და ნამეტანი ემოციურობაც ან თამაშისას კომენტატურის ნეიტრალური გულგრილობაც ვნებს მათ შორის კომენტირების პროფესიასაც...ისე კი ჰეიგი არ იყო გასაშვები ბოლოს წინა ლელო ჩვენი ბიჭებისა ოლ ბლექსის სტილში დაიდო ჰეიგის ნაჯაფარია გვერწმუნეთ..წყალი არ გაუვა ჭუმბურიძის მეწყვილე კომენტატორი ეგრე იტყოდა ..ემოციური ხმით!
მონპელიედან
01 თებერვალი 2020 20:07
23
უკაცრავად ბატონო "მონპელიედან" თქვენ მოწიეთ რამე თუ მოვწიე და ვერ ვიგებ რა დაწერეთ გონებას ვძაბავ და ვეღარ მივხვდი
შაკო
01 თებერვალი 2020 23:52
3
ასეთი ხმის ტემბრი აქვს მამრიკიშვილს და მოკალი კაცი)
ბათუმის ფანი
01 თებერვალი 2020 20:19
3

სიახლეები პოპულარული