"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს პირველი ტაიმი 8:6 მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუმინეთს 8:6 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაცად შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს შემტევ რაგბის დაჰპირდა.

დაჰპირდა და შეუტიეს კიდეც, მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტში თედო აბჟანდაძემ ბრწყინვალე რეიდი ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა.

ამას სტუმართა იერიში და საჯარიმოდან ფლორინ ვლაიკუს მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა.

ტრავმირებული გიორგი კვესელაძე მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.

21-ე წუთზე ვლაიკუმ ისევ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და ვლახები წინ გაიჭრნენ.

საქართველოს
ნაკრების თამაშში წუნი შეინიშნებოდა, ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს უპირატესობას დაეუფლნენ, აბჟანდაძემ საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმი 8:6 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რუმინეთი რაგბიში როგორც ყაზახეთი ფეხბურთში! ჯობია ობიექტურები ვიყოთ და არა ფანატიკოსები! მსოფლიო თასზე ვნახეთ რაც ვართ! იტალია და შოტლანდია!!!!!!
დათო
20:58 01-02-2020
14
გააჩუმეთ ეს კომენტატორები არ გვინდა თამაშისას მათ მიერ შეცდომების ანალიზი ფა ხუმრობები უადგილოდ... მიყვენ ონლაინ რეპორტაჟს ეცით ხალხს პატივი ეთერში ბრძანდებით და შეცდომების ანალიზი თამაშის წინ და შემდგომ ხდება და ალბათ მწვრთნელების მოერ...და დანიშნეთ მაშინ მწვრთმელებად ეს...ეჰ ჰეიგ ი გაუშვით... იმწუთშივე ასწორებდა შეცდომებს თამაშისას ეხლაკი გაუთავებლად კომენტატორები ასწორენ გვამცნობენ ვინ ვის მიარტყა ჭაჭებში, ბრმები არ ვართ, ვხედავთ .თავიანთი უადგილო ანალიზებით იმის მაგივრად რომ ონლაინ თამაშის მსვლელოობაზე ილაპარაკონ ...გადაგვღალეს ამ ნაბახუსევი ხმებით....
მონპელიე
19:16 01-02-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული