მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 2020 წლის საშინაო მატჩების (ტესტების და 4 ერის) მასპინძელი ქალაქები დაასახელა. სამხრეთ აფრიკასთან "ბორჯღალოსნები" პირველ, ისტორიულ ტესტს გამართავს და ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემად, მას მისი სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი პატივია.
"ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმი" ოფიციალურად 2010 წელს გაიხსნა და ის 48 ათას მაყურებელს იტევს. ცნობილია, რომ პორტ-ელიზაბეტში "სპრინგბოკის" შეხვედრები
"ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკასთან აქამდე ერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე უთამაშია. ამ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა პირველი ლელო გაიტანა მსოფლიო თასზე. თავი დავით დადუნაშვილმა გამოიჩინა, შეხვედრა კი მეტოქემ 46:19 მოიგო. "ბოკეს" 18 ივლისს პირველად შევხვდებით მსოფლიო თასს მიღმა.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით