"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ეს ის ესპანეთი აღარაა - 5 ლეგიონერით გაძლიერდა

AutoSharing Option
9 თებერვალს "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს მადრიდში, უნივერსიტეტის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს დროით 15:45 საათზე, ესპანელი "ლომების" წინააღმდეგ გამართავს.

გასულ შაბათს "ბორჯღალოსნებმა" რუმინელებს 6 ლელო დაუდო და 41:13 დაამარცხა. ამავე დღეს ესპანეთი სტუმრად რუსეთის ნაკრებს ეთამაშა, სოჭში ორის წილ 5 ლელო გაუტანა და 31:12 სძლია. შედეგად, პირველ ტურში ორივე გუნდმა აიღო ბონუს-ქულა და 5-5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

ესპანელები ფიქრობენ, რომ შარშანდელის შემდეგ გუნდი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და წელს პირველად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ, ამისათვის კი 9-ში "ბორჯღალოსნებს" უნდა
სძლიონ.

"ლომების" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა ამ მიზნის მისაღწევად შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვიტა და ბაზაზე 5 ლეგიონერს უხმო. ესენი არიან: "ბეზიეს" 32 წლის კვაჭი მარკო პინტო, "პოს" ფულბეკი შარლი მალი, ინგლისის ქვედალიგელი "ბლექჰართის" მეორეხაზელი ჯოშუა პიტერსი, "ბიარიცის" მესამეხაზელი ასიერ უსარაგა და "ლა როშელის" ესპუართა გუნდის უკანახაზელი მარტინ ალონსო, რომელსაც ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშია.

დადებითი ბალანსი უხერხულ მეტოქესთან

"ბორჯღალოსნებისა" და "ლომების" გზები პირველად 21-ე საუკუნის დასაწყისში გადაიკვეთა და ის თავიდანვე იქცა ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში საქართველო მაინც რჩება უპირობო დომინანტად. დღემდე გუნდები ერთმანეთს 20-ჯერ ეთამაშნენ და აქედან 16 მატჩში გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა, 3-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთხელ ფრე დაფიქსირდა.

"ლომებმა" სამივე თამაში მადრიდში მოიგო – 2000 წელს: პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე ასევე ესპანეთში, ტარაგონაში დაფიქსირდა – 6:6. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს ლელო ვერ დაუდო.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს დაამარცხა, როდესაც "მიხეილ მესხზე" 9 უპასუხო ლელო გაუტანა – 60:0. 2013 წელს "ლომებს" ასევე "მიხეილ მესხზე" 8 ლელო გავუტანეთ და 61:18 ვძლიეთ, სტუმრად კი ყველაზე დიდი სხვაობა 2009 წელს დაფიქსირდა – 8 ლელო და 55:11 მადრიდში. ესპანეთთან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2008 წელს "დინამოზე" გვქონდა, როდესაც 0:17-ის შემდეგ მეტოქეს 22:20 ვძლიეთ.

"ლომებს" მადრიდში ბოლოს 2015 წელს შევხვდით და 26:13 ვძლიეთ. 2017 წელს გასვლითი შეხვედრა ვალიადოლიდში გვქონდა და "ბორჯღალოსნებმა" 20:10 იმარჯვა, შარშან და შარშანწინ კი მას თბილისში 23:10 და 24:10 მოვუგეთ. 2012 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს, განვლილ 20 მატჩში კი ქულათა ბალანსი 614-290-ზეა, ხოლო ლელოების - 84-31-ზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გადავიკითხე ესპანური პრესა (ძალიან მწირია ინფორმაცია რადგან რაგბი არააა დიდად პოპულარური ესპანეთში) და ძალიან დიდი მოლოდინები აქვთ და მათი თქმით ასეთი ძლერი ნაკრები რომელიც ამჯერად საქართველოს წინააღმდეგ თამაშისთვის შეკრიბეს - ჯერ არ ყოლიათ.

არის გაყოფილი ხალხის აზრი ამ ნაკრებზე რადგან ძალიან ბევრი მოთამაში ესპანეთში დაბადებული არაა და არიან ე.წ. ნატურალიზირებულები. საფრანგეთში დაბადებული ბასკები, ფრანგი ესპანელები და ა. შ. ეს სხვათაშორის, როგორც ჩანს ბევრ ესპანელ ქომაგს აღიზიანებს მაგრამ მოგებებიც უხარიათ. ყველას თასის აღება უნდა წელს და რატომღაც დარწმუნებულები არიან რომ შეძლებენ. მათთვის საქართველოსთან თამაში არის გადამწყვეტი.

ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია ყველა ასპექტში და უნდა მოვიგოთ კიდეც მაგრამ:

ფრთხილად!

ესპანელები როგორც ყველა სხვა (განსაკუთრებით გუნდური) სახეობის სპორტში გამოირჩევიან მაღალი სპორტული IQ-ით, დისციპლინით, ტექნიკით, დისციპლინით..

უნდა დავივიწყოთ წარსული თამაშები რადგან ეს ესპანეთის ნაკრები სხვა გუნდია და არ შემოგვთავაზონ რაიმე სურპრიზი. შარშან სუსტი ნაკრები ჩამოიყვანეს თბილისში.

სამაგიეროდ ისინი გვიცნობენ და დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ შესწავლილო ვეყოლებით თავიდან ბოლომდე.

ეს ესპანეთის გუნდი რუმინეთზე ძლიერია.

უნდა ვეთამაშოთ ძალიან კონცენტრირებულად თითქოს საფრანგეთს ვეთამაშებოდეთ და რეიტინგებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

თუ ყველაფერს ამას გავითვალისწინებთ, და ასეც იქნება - დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ.

ლელო, ლელო საქართველო!!!

ესპანეთზე
12:26 08-02-2020
0
გოგა.რამენაირ დასკვნას შევეცდები გავაკეთო, მაგრამ ამისათვის ჯერ შენ თვითონ უნდა გაგეკეთებინა დასკვა. ანუ რის თქმა გინდა ამით? ეს ერთი. მეორე. კანადა, ტონგა, სამოა და ა.შ. ქვეყნები არ არიან.
ზაალ
01:28 08-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული