გადამწყვეტი მატჩი პირინეებზე - დღეს ბორჯღალოსნები ნაცნობ მეტოქეს შეხვდებიან

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby/

დღეს, 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:45 საათზე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული მასპინძელ გუნდს შეხვდება.

ეს მატჩი, როგორც ქართველების, ისე ესპანელებისათვის რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე შეხვედრა იქნება. "ბორჯღალოსნების" დარად, პირველი შეხვედრა ესპანელებმაც ბონუს ქულით მოიგეს (რუსეთთან).

პირინეელები სამართლიანად ითვლებიან ჩვენი ნაკრების მთავარ მეტოქედ რაგბის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში. შესაძლოა, წლევანდელი ჩემპიონის ბედიც მადრიდულ შეხვედრაში გადაწყდეს.

ისტორიის მანძილზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრები გუნდები სულ 20-ჯერ შეხვდნენ. აქედან ჩვენმა გუნდმა 16 მატჩი მოიგო, 3 დათმო და 1
შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აღნიშნული მატჩისთვის ასეთია:

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. თამაზ მჭედლიძე (რუანი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო).

სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. დავით გიგაური (კოლომიე), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 23. ლაშა ხმალაძე (ბათუმი).

მკითხველის კომენტარები / 12 /
Es lobjanidze meore benzemaa nolia yveapershi da mainc sastavshia... gadaashenet es bichi ar sheidzleba?????? Matiashvilic miayole
0
ყველგან და ყველაფერში როგორ მოვიკოჭლებთ კაცოოო:) შეშალა ბაზარი არაა,მაგრამ ხშირად ეშლებათ და ეს რისი სიმპტომებია ვიცით ყველამ. აბა მე,რო შემეშალოს წერა ეგ არაფელი მე ჩემი საქმე ვიცი
გოგა
15:39 09-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული