რაგბი

ეროვნული ნაკრები

დებიუტანტის ლელო - პირველი ტაიმის შემდეგ ბორჯღალოსნები ესპანეთს ამარცხებენ

AutoSharing Option
ფოტო:.facebook.com/pg/GeorgianRugby

მადრიდში მიმდინარე რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის გუნდს ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ 18-ქულიანი სხვაობით ამარცხებს - 5:23.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დუბლი შეასრულა შალვა მამუკაშვილმა, 1 ლელო კი დებიუტანტმა აკა ტაბუცაძემ დადო. თედო აბჟანდაძემ 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა გაიტანა. ესპანელების მხრიდან ერთადერთი ლელო ფერერმა დადო.

რუმინეთთან გამართული პირველი მატჩისაგან განსხვავებით, ქართველი მორაგბეებმა პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარეს და შედეგიც სახეზეა.




ასევე დაგაინტერესებთ