საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი უშანსოდ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში გასვლაზე ესპანეთის გუნდი დაამარცხა - 23:10

ქათველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, თავი შალვა მამუკაშვილმა გამოიჩინა - 5:0.


ესპანელებმა  5 წუთში ლელოთივე გვიპასუხეს, ანგარიში ფერერმა გაათანაბრა - 5:5.

მე-17 წუთზე საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები თედო აბჟანდაძემ დააწინაურა- 8:5.

22-ე წუთზე თავის სადებიუტო შეხვედრაში აკა ტაბუცაძემ სადებიუტო ლელო დადო, აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა - 15:5.


27-წ წუთზე თედო
აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე დუბლი შალვა მამუკაშვილმა შეასრულა და პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 23:5.


მეორე ტაიმის დიდი ნაწილი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად თავდაცვით იყო დაკავებული. ესპანელებმა 1 ლელოს დადება მატჩის მიწურულს მოახერხეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში რაგბის ევრიპის ჩემპიონატს.


მკითხველის კომენტარები / 40 /
რაგბის პროფესორებო.ეაპანეთთან მატჩის ბოლო წუთზე მათ მიერ დადებულ ლელოებზე (არაერთხელ,როგორც ამ თამაშში ასევე თბილისშიც) რას იტყვით?ზუსტად ეს არის იმის მანიშნებელი,რომ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს!
....
10 თებერვალი 2020 19:57
4
ალბათ იტყვით-ჰოლანდიასთან ხომ გვაქვს ერთხელ წაგებული დიდი ანგარიშით,მაგრამ წაგებამდეც და შემდეგაც სულ დიდი ანგარიშით ვუგებთო. :) კაი ქვეყანაა ჰოლანდია...
....
11 თებერვალი 2020 06:12
0
ვინმე რაგბის მცოდნემ-ერთი აუხსენით ამ ხალხს,რომ რაგბის სპორტულ სხეობაში მეორე ეშელონის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩში 60-0 ზე ერთერთი გუნდის მოგების შემდეგ(ან ადრე),რომ ამ მატჩის მოგებული იგივე ნაკრებთან წააგებს-სრული აბსურდია!
....
11 თებერვალი 2020 03:43
0
ერთი რამ ზუსტად ვიცი, რაგბში ბოლო 20 წუთს ვინც იგებს, ის იგებს თამაშს, ასეთი მეორე ტაიმი არ მომეწონა, მეგონა ბოლოს მოვუღებდით და გადავთელავდით ესპანეთს, როგორც რუმინეთი გადავთელეთ?! გამარჯვებას გილოცავთ ყველას, მაგრამ?....
ბმბ
10 თებერვალი 2020 14:23
2
ხოდა არ იცი ჩემო კარგო სწორად რაგბი, მაგის დასამტკიცებლად გაიხსენე ჩვენი და უელსის თამაში, პირველ 20 წუთში რო დაგვამხვეს თავზე ბურთი და ბოლოს ჩვენ ვუტევდით, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. მეორე ტაიმი არც მე მომეწონა მაგრამ პირველივე ტაიმში რო მოიგებ თამაშს, მანდ კლასობრივი განსხვავებაა და არა იღბალი
BMB-s
10 თებერვალი 2020 20:47
1
წავიდა ბაქი ბუქი მეორე ნახევარი უშანსოდ წავაგეთ ცუდი ნიშანია....
კარტერი
10 თებერვალი 2020 13:39
1
გილოცავთ გამარჯვებას!!! მთავარი ის არის, რომ თაობათა ცვლის რთული პროცესი გუნდში წარმატებით დაიწყო... იმედია, წარმატებითვე დამთავრდება. 6 ერამდე კი, მსოფლიო თასის საგზურია მოსაპოვებელი.
tngh
10 თებერვალი 2020 12:20
0
თამაშის შემდგომი პრესკონფერენციის შინაარს ან ჩვენი მწვრთნელების კომენტარს ვეღირსებით რომელიმე სპორტული ჟურნალისტისაგან, თუ მოვკვდეთ მარჩიელობით რა და როგორ მოხდა მეორე ტაიმში?
არდილეს
10 თებერვალი 2020 09:44
3
ბოლომდე ვეთანხმები! ასე თუ ისე, პრინციპული მატჩი იყო ტურნირისათვის და ერთი სიტყვა სამადლოდ ვინმეს ეთქვა პრესკონფერენციაზე, არ შეიძლებოდა? ასევე სრულიად სამართლიანად გაჟღერდა პრეტენზია 6 ერის შედეგებზე - ჩვენ კი ვიგებთ ანგარიშებს, მაგრამ მიმოხილვა რომ დაწერონ, მგონი ცუდი ნამდვილად არ იქნება
!!!!
10 თებერვალი 2020 12:34
0
გამარჯვება კი გვახარებს მაგრამ ამ დონის თანაშით 6 ერზე არც კი უნდა ვიოცნებოთ, სიმართლეს თუ გვინდა თვალი გავუსწოროთ.

ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს და ამაზე
უნდა სერიოზულად ვიმუშავოთ, თორემ მერე გვწყინს რატომ ვერ ვიგებთ ბობოლებთანო...
პაატა
10 თებერვალი 2020 03:30
2
პირველ ტაიმში დომინირების შემდეგ მეორე ტაიმში რატომ არ ვითამაშეთ? იმიტომ რომ მატჩის ბედი პირველი ტაიმის შემდეგ გადაწყვეტილი იყო და (იბერიელების) "წაქცეულის წიხლის ჩარტყმას მოვერიდეთ"-ესპანეთმა ამის წინა შეხვედრა რუსეთს სტუმრად დიდი ანგარიშით მოუგო,მადრიდში ჩვენთან შეხვედრაზე კი სტადიონზე საკმაოდ მაყურებელი მოვიდა მასპინძელი გუნდის მხარდასაჭერათ.ამიტომ,ზუსტად რომ ამიტომ...
....
10 თებერვალი 2020 03:02
9
წაქცეული? აბა თავიდან გეკითხათ ვინ იყო წაქცეული? გუნდი ქვეყნის ნატურალიზებული მოთამაშეებით გააძლიერეს და მოგებას გეგმავდნენ. მეორეც, თუ იბერიულ კავშირზე ვლაპარაკობთ, მიგვეცა ბარემ თამაში და გაეხარათ ,,მონათესავეებს,, გამარჯვებულის ტიტულით.
????
10 თებერვალი 2020 13:00
3
ამათთან 60:0 გვაქვს მოგებული.მაშინ არ იყვნენ წაქცეულები თუ ამათზე ცუდი ბიჭები თამაშობდნენ მაშინ?
სოსო
10 თებერვალი 2020 11:27
2
ყველა გამოხმაურება
ვენაცვალე ჩვენ ბიჭებს ჯიგარში,ითამაშეს და მოიგეს,მოიგეს 13 ბურთიანი სხვაობით.(რომ წაეგოთ სხვა თემაა) ,მეტოქეს პრემიალური ქულაც არ აუღია,,, დაანებეთ ამ პროფესორობას თავი და დატკბით გამარჯვებით...მადლობა ლომებო სულ გამაჯვებით გევლოთ.
kosta
10 თებერვალი 2020 00:21
5
13ბურთით არა 13 სეტით :D
ნოდო
10 თებერვალი 2020 06:36
1
მადლობა თავდადებისათვის!
gujakakhadze
10 თებერვალი 2020 00:08
0
ახსენდება, მსოფლიო თასზე, თუ რა დაწერეს თამაშის მერე უელსელებმა, როდესაც ჩვენი ნაკრები დაამარცხეს (43 - 14). "უელსის ნაკრება მეორე ტაიმში გაზის პედალს ფეხი აუშვა." ისე არის რაღაც სიმართლე ამ სიტყვებში, თუმცა ჩვენ ბიჭებს შებოჭილობა მოეხსნათ მეორე ტაიმში და უფრო თამამად და თავდადებულად შეუტიეს. ესეც სიმართლეა, რომელიც მეორე ტაიმის ანგარიშში აისახა (14-14). უელსის ნაკრებსა და საქართველოს ნაკრებს შორის ზუსტად ისეთი განსხვავებაა თამაშის კლასში, რაც საქართველოს ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის. მაშასადამე, რატომ არ შეიძება ვთქვათ ჩვენც იგივე, დღევანდელი მატჩის შემდეგ? "საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში "გაზის პედალს" ფეხი აუშვა. მითუმეტეს, ამაშიც არის რაღაც სიმართლე, თუმცა ესპანელებს მეორე ტაიმში "შებოჭილობა" მოეხსნათ და უფრო თამამად და დავდადებულად შემოგვიტიეს.
P.S. შეიძლება, თუ არა - რაგბში შენი საყვარელი ნაკრების ძაგება და უკმაყოფილების გამოხატვა, როდესაც ის აგებს და ან იგებს? ანუ, ორივე შემთხვევაში.
TanoLife
09 თებერვალი 2020 23:21
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული