"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი პორტუგალიას 17:14 მოუგო

AutoSharing Option
7 მარტს, პარიზის "ჟან ბუანზეს" სტადიონზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 17:14 მოუგო.

მივყვეთ თანმიმდევრობით: მატჩი საქართველოს ნაკრების იერიშით დაიწყო და შალვა მამუკაშვილის ლელოთი და სოსო მათიაშვილის გარდასახვით დასრულდა. თუმცა, მეტოქემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მე-10 წუთზე ბექა გორგაძემ ჩვენი გუნდი ლელოთი ისევ წინ გაიყვანა, მათიაშვილმა კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. 24-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი დაკარგა, სწრაფი კოტრიერიში პორტუგალიამ ლელოთი და გარდასახვით დაასრულა და 14:12 დაწინაურდა. 30-ე წუთზე მათ ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ
ანტუნეშმა 45 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა გააცუდა.

35-ე წუთზე დათო კაჭარავამ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა. ბოლოს დამიწებისას ბექა საღინაძეს ბურთი დაუვარდა და პირველი ტაიმიც დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პორტუგალია იგებს.
ჰა რა იყო, სუნი დააყენეთ?
20:28 07-03-2020
4
გაიტანეთ მათიაშვილი, აუტანელია უკვე მისი თამაშის ყურება. არც თავდასხმაში არაფერი არაა, დაცვაში ხომ სართოდ, ჯოხი რომ დავარჭოთ, მგონი უფრო ძნელად აუვლიან გვერდს, ვიდრე მათიაშვილს.
ბმბ
19:54 07-03-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული