ლევან მაისაშვილი: შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული მე-12-ედ მოიპოვა. ნამატჩევს კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"პორტუგალია არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან, გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით. მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ
ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
დაცვას მიხედე,ხვედელიძე დაცვას.)
....
20:27 08-03-2020
0
პერფორმანსი ამოიღეთ ლექსიკონიდან. და მერე შეტრიალებული ბურთით დაცვაზე იმუშავეთ. მერამდენჯერ გვიჭრიან ხაზს შეტრიალებული ბურთით? ადრე ჯვარედინი ერქვა. და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შანსი უნდა მიეცეთ რადგან სწორ რაგბს თამაშობენ და მომავალი მათია და არა 35 წლის მოთამაშეებისათვის, განსაკუთრებით უკანა ხაზში.
niko
18:49 08-03-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული