რაგბის კავშირი რუსეთთან გასამართი მატჩის წინ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" რაგბის ევროპის ჩემპიონატის ეგიდით რუსეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ განცხადება გავრცელდა.

Sportall.ge აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, შექმნილი ვითარების გათალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის.

ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას, გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები."

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლადო, თუ მართლა 5000 ბილეთია გაყიდული, უნდა მოუწოდო გულშემტკივარს, რომ ყველანი სტადიონზე წავიდეთ, და არა ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშზე მსჯელობდე. წარმატებები საქართველოს ნაკრებს, არავითარი ბონუს ქულა რუსებს. ყველაფერი ვქნათ, რომ გავარდნენ რაგბი-ევროპიდან!
alexandre
11:24 12-03-2020
0
არ დაუშვათ მაყურებელი სტადიონზე!!! პირველ რიგში გაითვალისწინეთ ხალხის ჯანმრთელობა, არანაირი გარანტია არ არის იმის რომ ვინმე ვინმეს ვირუსს ვერ გადასდებს რადგანაც მატჩი ღია სტადიონზე ტარდება, მეორე ისედაც ბევრი დაგროვილი სხვადასხვა მიზეზის და პრობლემის გამო რაც რაგბის ოჯახში ხდება ხალხი გულნატკენია და მაინც არ მოდის სტადიონზე ხომ ხედავთ არა თამაშის დაწყებამდე ორი დღით ადრე კინკილა 5000 ბილეთი თუ იქნება გაყიდული, შესაბამისად სტადიონი თითქმის ცარიელი იქნება რაც გულდასაწყვეტია მეტი თუ არაფერი იმ წლების მერე რა ანშლაგებიც იყო ხოლმე ამ თამაშებზე ეხლა ასეთი ცარიელი ტრიბუნებით თამაში.... ჭკუა იხმარეთ ფედერაციის მამებო და გამოიყენეთ ეს შანსი რომ დაცარიელებულ სტადიონზე 5000 კაცის ამარა არ ათამაშოთ ბიჭები ისინი ამას არ არიან მიჩვეულები და არც იმსახურებენ!!!
Lado
09:25 12-03-2020
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული