რაგბის კავშირი: რუსეთთან მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

AutoSharing Option
რაგბის კავშირმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთის ნაკრებთან მომავალი მატჩის შესახებ.

Sportall.ge აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის." - წერია
განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველაერი რომ გეზარებათ და არც ფულის დახარჯვა გინდათ, შესასვლელში შეამოწმეთ ხალხი, ასეთ თამაშს კაცი "გამაზავს"????
აფხაზი
21:45 12-03-2020
2
კარგად მესმის განაწყენებული გულშემატკივრის რეაქცია, მაგრამ სტადიონზე დაინფეცირების შანსი რომ უფრო გაზრდილია ამასაც დავა არ სჭირდება. მით უმეტეს ჩვენი გუნდისათვის არაფრის მომცემი თამაშია. აი ფეხბურთზე კი არც კი ვიცი რა და როგორ აჯობებს. ძალიან რთული სიტუაციაა და სახუმარო ნამდვილად არ არის. სიფრთხილე აუცილებელია და გადაჭარბებული არასოდეს არაა, მაგრამ როცა ოცნებასთან ასე ახლოს ხარ ძნელია მართებული გადაწყვეტილების მიღება. ოცნებაში რასაც ვგულისხმობ მგონი ხვდებით, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ.მძულს პოლიტიკოსები და უფრო მეტად პოლიტიკანები.
emigranti
15:18 12-03-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული