რაგბის კავშირი: რუსეთთან მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

AutoSharing Option
რაგბის კავშირმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთის ნაკრებთან მომავალი მატჩის შესახებ.

Sportall.ge აღნიშნულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის." - წერია
განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ყველაერი რომ გეზარებათ და არც ფულის დახარჯვა გინდათ, შესასვლელში შეამოწმეთ ხალხი, ასეთ თამაშს კაცი "გამაზავს"????
აფხაზი
12 მარტი 2020 21:45
2
კარგად მესმის განაწყენებული გულშემატკივრის რეაქცია, მაგრამ სტადიონზე დაინფეცირების შანსი რომ უფრო გაზრდილია ამასაც დავა არ სჭირდება. მით უმეტეს ჩვენი გუნდისათვის არაფრის მომცემი თამაშია. აი ფეხბურთზე კი არც კი ვიცი რა და როგორ აჯობებს. ძალიან რთული სიტუაციაა და სახუმარო ნამდვილად არ არის. სიფრთხილე აუცილებელია და გადაჭარბებული არასოდეს არაა, მაგრამ როცა ოცნებასთან ასე ახლოს ხარ ძნელია მართებული გადაწყვეტილების მიღება. ოცნებაში რასაც ვგულისხმობ მგონი ხვდებით, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ.მძულს პოლიტიკოსები და უფრო მეტად პოლიტიკანები.
emigranti
12 მარტი 2020 15:18
2
პირბადეებით რომ მისულიყო მაყურებელი, არ უფიქრიათ? პირბადის მოხმარების დრო ზუსტად ორი საათია.
მერაბი
12 მარტი 2020 14:48
4
ფუ თქვენი, მართული ისტერიკაა მსოფლიოში
ლაშა
12 მარტი 2020 14:31
3
მატრაკვეცა გადაწყვეტილება, ბუზისგან სპილოს აკეთებს მთელი მსოფლიო ვიღაცის დავალებით, უმაყურებლოდ და ბოლო თამაშის გათვალისწინებით არც წაგება გამიკვირდება
12 მარტი 2020 14:06
13
ძმებო, მივიდეთ სტადიონთან და გარედან უგულშემატკივროთ.ბიჭები უფრო მოტივირდებიან.
გიორგი
12 მარტი 2020 13:29
15
რა სიბეცეა.. თამაშის ყურების გარეშე როგორ აპირებ 80 წუთი ყვირილს... დაჯექი სახლიდან უგულშემატკივრე
papai
12 მარტი 2020 14:12
1
ატრაკებთ რაააა.იმედია ფეხბურთის ფედერაცია არ მოგბაძავთ
Buxrika
12 მარტი 2020 13:25
4
შიმშილით უფრო მეტი ადამიანია დაღუპული ვიდრე ამ ვირუსით წელიწადში მართლა რა გჭირთ
ara
12 მარტი 2020 13:23
5
შესანიშნავი დებიუტია რუსებისთვის ბონუს ქულის გასატანებლად.
კი მოვიგებთ, მაგრამ რუსეთიც მიიღებს ჩვენგან ბონუსს, რომ არ გავარდეს, მაინც დიდი ძმაა და

ტრანსლიაციაც აკრძლეთ აბა
Michel de Notredame
12 მარტი 2020 12:59
11
აი ეგ Თუ გააკეთეს, მართლა მაყურებლების გარეშე უნდა ითამაშონ სულ! პირიქით! პორტუგალიასთან დაშვებული Შეცდომა გამოასწორონ და ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინონ, Თორემ მართლა იმას ემსგავსება, რასაც ზემოთ ახსენებ
: )))))))
12 მარტი 2020 13:26
3
კაით რა ხალხო ოღონდაც რუსეთია და კიდე ერთხელ გვინდოდა მაგათი გასრესვის ყურება და ეგაა თორემ ამ თამაშებმა რუსეთთან ბელგიასთან და საერთოდ ამ ევროპის ჩემპიონატმა ამოწურა რესურსი საქართველო უნდა გადაერთოს ახალ ფორმატზე რომელზეც მსჟელობა უნდა დაიწყოს აუცილებლად
vova
12 მარტი 2020 12:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული