რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: უნდა ჩავფიქრდეთ, როგორ დავამარცხოთ საქართველო

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა კორონავირუსის გამო "ბორჯღალოსნებთან" გადადებულ მატჩზე 365news.biz-თან ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:

"რუსეთის ნაკრების მოთამაშეები რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, გრძელი გზის გავლა მოგვიხდა, რამდენიმე გადაფრენა, რათა თბილისში მოვხვედრილიყავით და აი, ჩვენ აქ ვართ.

საქართველოსთან მატჩი ფრანგებს უნდა ემსაჯათ. საფრანგეთში კორონავირუსი საკმაოდ ძლიერად ვრცელდება, სავარაუდოდ, იმაზე უფრო ძლიერად, ვიდრე საქართველოსა და რუსეთში. უპირველესი ახლა ადმიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

რა თქმა უნდა, საქართველოსთან მატჩის გადატანა სწორი გადაწყვეტილება იყო. ბევრი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ბევრი
ადამიანი დავკარგოთ, განსაკუთრებით ხანდაზმულები და ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს რომ სტადიონზე ათიათასობით ადამიანი მოსულიყო, კორონავირუსი საქართველოში სწრაფად გავრცელდებოდა და ეს საშინელება იქნებოდა.

მაყურებლების გარეშე თამაში? შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯების გარეშე ვერ ვითამაშებდით.

საქართველოში სათამაშოდ მზად ვიყავით. ამ შეხვედრის წინ მოთამაშეები აღფრთოვანებულნი იყვნენ. ჩვენი გუნდი საქართველოსთან მატჩს ყოველთვის ელის. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთს უკანასკნელ წლებში არასოდეს არ დაუმარცხებია საქართველო. ვფიქრობ, ეს სამწუხარო ტრადიცია უნდა შევწყვიტოთ.

ამაზე სერიოზულად ჩაფიქრებაა საჭირო. ამ იდეის განსახორციელებლად გეგმა გვჭირდება, რადგან არ შეგვიძლია მათი დამარცხების მოლოდინში ერთი და იგივე ვაკეთოთ. მათ ჩვენთან შედარებით წინ წაიწიეს. საუკეთესო ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ძლიერ გუნდებში ასპარეზობენ.  უნდა დავჯდეთ და მოვიფიქროთ გეგმა, რომლის მიხედვით გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ, რადგან ჯერ არაფერი არ იცვლება. შენ თუ არ იცვლები, შედეგებიც იგივე რჩება.

მე ამ გეგმის მხოლოდ ნაწილი ვარ. უნდა ვიმუშაოთ ერთად როგორც ერთიანმა ერმა, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ და იმავე საქართველოსთან ჩამორჩენა შევამციროთ".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩაფიქრდნენ და მიხვდნენ, მაგის გაფიქრებაც კი სისულელეა
ნიკ
16 მარტი 2020 23:52
0
ძაან ბევრი აფ მოგივიდეს ფიქრი და არ ჩაგეძინოს )))
1111
15 მარტი 2020 15:13
0
მაგ ,,საქმეში,,-ც თქვენთვის ჩვეულებრივ ცბიერი და მზაკვარი ,,მეთოდებით,,- კრემლის სპეც-სტრუქტურებით, კგბ-ფსბ-თ და რუსული ფულით თუ შეძლებთ ...ანუ საქართველოს რაგბის ფედერაციაში ვინმე უწიგნური-ჯკუასუსტი-ხარბს,უ ღ ი რ ს თუ შეაგდებთ,თუნდაც პრეზიდენტად და მაქსიმუმ 2 წლის მერე ...შეძლებთ, როგორც ეს 2012 წელს -საქართღველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს წინააღმდეგ გააკეთეთ და მას შემდეგ-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო საქართველო პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ე ბ ი თ სავსე...ერთ უსუსურ, ღატაკ, მხოლოდ უპერსპექტივო, ანუ კორუფცია, კრიმინალში ჩამხრჩვალი,ოლიგარქიულ კრიმინალურ-კლანური მმართველობით- რუსულ გუბერნიად აქციეთ, ანუ უპერსპექტივო ღატაკ წარმონაქმნათ...,,ნიჟე ტრავის,, ქვეშ დამალული-ა ს ე რომ უნდათ კრემლ-ურუსეთში, ანუ ასე თუ შეძლებთ ...გააკეთებთ ქართულ რაგბის სამყაროშიც ... მაგრამ მერე-ც კი 2-3-წლის მერე. -არ დაბლოკოთ- გავიგოთ-რამდენი ქოცი ,,მუშაობს,, ამ საიტზე?!- არსებული ქართული ყოფა (,,ნიჟე ტრავის,, ქვეშ დამალული, ანუ უღირსი -უპრეტენზიო, მით ღატაკი და უპპერსპექტივო) რომ მოწონთ და სურთ და ,,იბრძვიან,, მთელი 8 ,,საუკეთესო,, წელიწადია (?!)
გლახუნა
15 მარტი 2020 15:04
7
მთავარია თვითონ კარგად იყოს და სხვას მ........ა პ.....ი აი ამას რომ დავამარცხებთ ქართველები მერე ავაშენებთ ქვეყანას.მანამდე სულ ესე ვიქნებით სიბინძურეში შურში და ჭაობში
კობახიძე
16 მარტი 2020 00:41
0
უცებ, რომ შევხედე, თენგიზა მეგონა, სულაქველიძე.
იმერელი.
15 მარტი 2020 12:34
0
აგაშენა ღმერთმა! გუშინს აქეთ ვფიქრობდი ვის გავს მეთქი)
ბათუმის ფანი
15 მარტი 2020 13:01
0
მარსზე უფრო მალე გაფრინდებით ვიდრე ჩვენ რაგბში დაგვამარცხებთ. ასე რომ სხვა რამეზე დაფიქრდით ტყუილად ნუ მოსცდებით.
G.LA
15 მარტი 2020 11:26
0
აშკარად ატყუებენ, თვითონ ცალტვინაა და სულ ეგაა.. სომხებივითაა რა
rugby
15 მარტი 2020 11:12
0
გასაგებია რომ საქართველო ოდესმე წააგებს რაგბში რუსეთთან,მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ საუკუნეში ეგ არ მოხდება)
ბათუმის ფანი
15 მარტი 2020 11:03
2
რა ბოლო წლებია არ მოგვიგიაო საქართველოსთან გიჟია ოხერი ერთი კინკილა მოგება აქვთ ისიც პირველი შეხვედრაში წინა საუკუნეში და ზუსტად საუკუნე აშორებს ოკუპანტის მოდგმას რგბის კლასში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან
ნიკო
15 მარტი 2020 09:29
0
როცა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები ან მოთამაშეები, ჩვენზე რაიმე დამამცირებელს ამბობენ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით ათმაგად მოტივირებულები.../ და რაგბში მოტივაცია სულ გვაქ და ეს კაცი მგონი ჩვენ უფრო გვეხმარება , ვიდრე რუსებს...
Vasili
15 მარტი 2020 03:42
0
ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, ხოლო მერე, რუმინეთი და ბელგია, რომ ქულებს გაინაწილებელებენ. უკვე სასაცილოც იქნება.
იდალგო
14 მარტი 2020 21:57
2

სიახლეები პოპულარული